თბილისში სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის საბითუმო წერტები განთავსდება
რეგიონებიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები თბილისში სამ ადგილზე – გლდანში, დიდუბესა და ორხევში განთავსდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, თენგიზ კალანდაძის განცხადებით, რეგიონებიდან პროდუქტის ტრანსპორტირებას კომპანია „ჯიბე“ უზრუნველყოფს.
„ჯიბეს“ აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.
კომპანიის წარმომადგენლები საკუთარი მანქანებით ჩავლენ რეგიონებში და ფერმერებისგან პირდაპირ ადგილზევე შეისყიდიან პროდუქტს და იქვე მოხდება ანგარიშისწორებაც.