რეგიონებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

თხილი ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდა

საქართველოს ბანკი“ მუდმივად ზრუნავს ფერმერებზე, მცირე მეწარმეებზე, გვჯერა რომ ჩვენი მხარდაჭერით კიდევ უფრო გავაძლიერებთ აგრო სექტორს, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებს ბიზნესს“, ამბობენ ბანკში.

ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობა სულ უფრო ვითარდება, დარგებს რომელთა შორის გამორჩეულია თხილის, კენკროვანი კულტურების, ყურძნის და სხვა პროდუქტების წარმოება, რაშიც „საქართველოს ბანკს“ საკუთარი სოლიდური წვლილი შეაქვს.

ქართული თხილი ბოლო პერიოდში უპირობოდ იკავებს ერთ-ერთ პერსპექტიულ საექსპორტო პროდუქციის ადგილს.

დღითიდღე იზრდება ამ კულტურის წარმოების მოცულობა და ხარისხი.

სტატისტიკური მაჩვენებლებიც ამას მოწმობს. ბოლო წლებში თხილის წარმოება და ექსპორტი იზრდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული თხილი ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე გადის, რაც ჩვენი ფერმერებისთვის ამ კულტურის წარმოებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

საქართველოში თხილი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ რეგიონებში კარგად ხარობს, მაგრამ ძირითადი წარმოება მაინც დასავლეთ საქართველოს: იმერეთის, სამეგრელოს და გურიის, აჭარის რეგიონშია.

რომან  ყავლაშვილი ლანჩხუთის რაიონში ცხოვრობს და უკვე წლებია ფერმერობას  მისდევს, აქვს ციტრუსის ბაღი და თხილის პლანტაცია. თხილი გურულებისთვის ტრადიციული კულტურაა, აქ ოჯახს ვერ ნახავთ თხილი არ მოჰყავდეს, მაგრამ მისი სერიოზულ კომერციულ კულტურად ჩამოყალიბება, ბოლო წლებში დაიწყო და ბევრი ფერმერიც დაინტერესდა.

დღეს გურიაში თხილი ბევრი ოჯახისთვის, მარტო დამატებითი შემოსავლის წყარო კი არა, სერიოზული ფინანსური აქტივი გახდა.

ასეა რომან ყავლაშვილის შემთხვევაშიც. ალღოიანმა ფერმერმა დაინახა რომ ამ კულტურას პერსპექტივა აქვს და წლების წინ წარმოების გაფართოება გადაწყვიტა.

 _ წლებია ჩემი საოჯახო მეურნეობის მოვლით ვარ  დაკავებული, მაქვს მანდარინის, დაფნის, თხილის ბაღი და ამით გამქონდა თავი _ ამბობს მეუბნება ბატონი რომანი, _ შემდეგ სეზონურად თხილის შესყიდვა, გადამუშავება და გაყიდვა დავიწყე. დავრწმუნდი რომ მოგებიანი საქმეა და გადავწყვიტე თხილის გადასამუშავებელი მცირე საწარმო გამეკეთებინა.

საწარმოს მოსაწყობად საკუთარი სახსრები არ მეყოფოდა, ამიტომ მივმართე ბანკს ყველაზე კარგი, ჩემთვის მოსახერხებელი პირობები „საქართველოს ბანკმა“  შემომთავაზა და აქტიურად დავიწყე მუშაობა.

ეს, დაახლოებით 4 წლის წინათ ხდებოდა. მას  შემდეგ ვთანამშრომლობ „საქართველოს ბანკთან“. საწარმო თანამედროვე დანადგარებით აღვჭურვე და უკვე წლები აქტიურად ვმუშაობ, საწარმოში 11 ადამიანი მყავს დასაქმებული, სამომავლოდ გაფართოებაზე ვფიქრობ.

საწარმო თხილის გადამუშავებაზე არის ორიენტირებული. სეზონზე რამდენიმე ათეული ტონა თხილს ვყიდულობთ, ნაწილი ჩემი ბაღიდან მოწეული მოსავალია, ვტეხავთ, ვარჩევთ გულს და ხარისხიან ნახევარფაბრიკატს უფრო დიდ საწარმოს ვაბარებთ, სადაც მას საექსპორტოდ ამზადებენ.

ერთი კილოგრამი თხილის ჩასაბარებელი ფასი ბაზარზე ამჟამად 5-დან 6- ლარამდე მერყეობს. გარჩეულ თხილის გულის ფასი კი ქარხანაში 16 ლარი ღირს, ფერმერს საკმაოდ კარგი მოგება რჩება.

„საქართველოს ბანკის“ ასეთი თანადგომა რომ არა, გამიჭირდებოდა, ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი.ხვალინდელ დღესაც იმედით ვხვდები, ვფიქრობ რომ ჩვენისთანა მცირე საწარმოსათვის წელიწადში 50 ტონა ნედლეულის წარმოება ცუდი შედეგი არ არის. ეს აისახება ოჯახის ბიუჯეტზე და შრომა კიდე უფრო სახალისო და საინტერესო ხდება, დასძენს ბოლოს ფერმერი.

მოამზადა ნესტან გუგუშვილმა

2