თხილის ბაღში ვიწყებთ რიგი აგრო-ღონისძიებების გატარებას
25 მარტიდან სასურველია დავიწყოთ თხილის ბაღებში რიგი აგრო-ღონიძიებების გატარება როგორიცაა: ბაქტერიული, სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლების საწინაამღდეგოდ მცენარის ქიმიური პრეპარატებით დამუშავება, მინერალური სასუქი აზოტით ფესვიდან გამოკვება და უფრო მოგვიანებით ამონაყრებთან ბრძოლა. ბაქტერიული, სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლების საწინაამღდეგოდ ვიყენებთ სპილენძ-შემცველ პრეპარატებს ინსექტო-აკარიციდებთან კომბინაციაში.
სპილენძშემცველი პრეპარატები: იროკო 500 გრ., ან კოსაიდი 400-500 გრ., ან ჩემპიონი 400-500 გრ+ ინსექტო–აკარიციდი–ვერტიმეკი 100 მლ. -100 ლ/წყალში. სპილენძშემცველ პრეპარატებთან ასევე შეიძლება კომბინაციაში გამოვიყენოთ აკარიციდებიც: ენვიდორი და მასაი 60-70 გრ/მლ 100 ლიტრ/წყალში. ასევე სრულიად შესაძლებელია სპილენძშემცველ პრეპარატებთან სხვა ინსექტიციდების და აკარიციდების კომბინაცია. ვიყენებთ მინიმალურ დოზებს, რადგან თხილის ფოთლები საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული, ნაზია. ასევე მოსალოდნელია ტემპერატურის დაცემა, ტემპერატურის მერყეობამ პესტიციდებთან ერთად შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მცენარის ნაზ ყლორტებზე.
ამავდროულად ვიწყებთ მინეალური სასუქის NH4NO3 34.4%-იანი აზოტის შეტანას. სასურველია მთლიანი დოზა შევიტანოთ ორჯერადად 60% მარტის მეორე ნახევარი, 40% მაისის მეორე ნახევარი. ამჟამად შეგვაქვს 300-400 გრ ფიზიკური წონით ერთ ბუჩქზე.
რაც შეეხება ამონაყრებს, როცა მათი სიმაღლე 10 სმ-ს მიაღწევს, უნდა გატარდეს მათ წინაამღდეგ ღონიძიებები, დაკვირვევების და გამოცდილების საფუძელზე ამონაყრებთან საბრძოლველად მარტივ და ნაკლებად შრომატევად ბრძოლის ღონისძიებად მიიჩნევენ თხილის ბაღებში დეფოლიანტის (ფოთლების მოსაცილებლად) ან დესიკანტის (მცენარეების გაუწყლოებისათვის) გამოყენებას. ჩვენს პირობებში შესაძლებელია გამოვიყენოთ დესიკანტი, ამონიუმის გლუფოსინატი სავაჭრო დასახელება „ბასტა“, მაგრამ სასურველია, რაც შეიძლება შევზღუდოთ ჰერბიციდების გამოყენება.
საუკეთესო შედეგს იძლევა მინერალური სასუქების გამოყენება: ამონიუმის გვარჯილა 1 კგ, კარბამიდი (შარდოვანა) 0.7კგ ვხსნით 10 ლიტრ/წყალში, ასევე შეიძლება კომბინირებული მინერალური სასუქიც NPK. ხდება წყალხსნარის შესხურება ამონაყარის ფოთლებზე, ფოთლები ერთ კვირაში ხმება. გვიწევს მინიმუმ 3-4 შესხურება, არის უფრო შრომატევადი, მაგრამ სამმაგი ეფექტით, არის იაფი, ხდება ამონაყრების მოშორება და ამასთანავე ნიადაგის გამოკვება.
თამაზ ხასაია,
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო