თვის ბოლოკი

ბოლოკი საქართველოში გავრცელებული კულტურაა, იგი თითქმის ყველა ზონაში მოყავთ, ბოლოკი ორგანიზმს ამარაგებს ქიმიური შენაერთებითა და ფერმენტებით, რაც ხელს უწყობს  ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ბოლოკი იყოფა ორ ჯგუფად:  ბოლოკად და თვის ბოლოკად. განვითარების ციკლის მიხედვით ბოლოკის კუტურული ფორმები იყოფა ორ ჯგუფად: ორწლიანი მცენარეები- ბოლოკი და ერთწლიანი მცენარეები -თვის ბოლოკი.

ბიოლოგიური დახასიათება

თვის ბოლოკი ერთწლიანი ჯვარედინად დამამტვერიანებელი ძირხვენა მცენარეა.  ბოლოკის თესლი მუქი-წითელია, დაკუთხული. აღმოცენების ხელსაყრელ პირობებში ღივები ამოდიან 3-5 დღეში, ჩვეულებრივ 5-8 დღეში.

ძირხვენა ჯიშზე დამოკიდებულებით მრგვალი მოგრძო ან გრძელია. მრგვალი თვისბოლოკის ძირხვენა ვითარდება ლებანქვეშა მუხლიდან, გრძელი კი ლებნის ქვეშა მუხლიდან და ფესვიდან. ძირხვენას ხორცი ნაზი აქვს, წვნიანი მაგრამ გადაბერების შემთხვევაში ფუყდება. იგი შეიცავს ეთერ ზეთებს, რაზეც დამოკიდებულია ბოლოკის სპეციფიკური სუნი და გემო. ძირხვენას გარეგანი შეფერვა შეიძლება იყოს: თეთრი, ვარდისფერი, წითლი, იისფერი და ყვითელი.  თვის ბოლოკი ვერ იტანს ხანგრძლივ შენახვას.

გარემო პირობები

თვის ბოლოკის აღმოცენება იწყება 2-3 ტემპერატურის პირობებში. ბოლოკის ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 160  -ია. თვის ბოლოკი ტენისადმი  დიდ მოთხოვნილებას აყენებს. ნიადაგში ტენის უკმარისობის დროს მცენარე ვითარდება სუსტად, ძირხვენა სწრაფად უხეშდება, ხდება ფუყე და ადრე გამოაქვს საყვავილე  ღერო.  ამიტომ  გვალვიან პირობებში მორწყვას რეგულარულად საჭიროვებს. თვის ბოლოკი მიეკუთვნება გრძელი დღის მცენარეს ამიტომ იგი დიდ მოთხოვნილებას აყენებს სინათლის მიმართ.

აგროტექნიკური ღონისძიებები

თვის ბოლოკი მოითხოვს კარგად დამუშავებულ ფხვიერ, ტენიან და საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგს. თვის ბოლოკი ითესება გაზაფხულსა და შემოდგომაზე, თესვას იმეორებენ ყოველ 10-15 დღეში ერთხელ. თბილ რაიონებში თესვა შეიძლება თებერვლიდან მაისამდე, შემოდგომაზე კი სექტემბერ – ოქტომბერში.

თვის ბოლოკი გაზაფხულზე მეტწილად ითესება, როგორც წინამძღვარი კულტურა პამიდვრის, ბადრიჯნის, საგვიანო კომბოსტოს და სხვა კულტურათა დარგვამდე, ხოლო შემოდგომაზე , როგორც მომდევნო კულტურა კიტრის, ხახვის, ლობიოს აღების შემდეგ. ნიადაგიც შესაფერის დროს საჭირო წესით უნდა დამუშავდეს. ბოლოკი შეიძლება დაითესოს მწკრივად ან მობნევით. მწკრივებს შორის მანძილი 10-15 სმ, მცენარეს შორის მანძილი კი 5-8 სმ. თვის ბოლოკი საჭიროვებს სარეველა ბალახის მოცილებას და სქელი ნათესების გამეჩხერებას.

მშრალი ნიადაგის პირობებში მნიშვნელოვანია მორწყვა.  მორწყვა უნდა ჩატარდეს რეგულარულად 5-7 დღის დროგამოშვებით.

მოსავლის აღება

თვისბოლოკის აღებას მაშინ იწყებენ, როდესაც ძირხვენა  მიაღწევს ნორმალურ სიდიდეს.  ძირხვენა ჯიშზე დამოკიდებულებით სასურსათო სიმწიფეს სხვადასხვა დროს იღებს. ადრეული ჯიშები 20-30 დღე აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე, საშუალო-საადრეო ჯიშები კი 30- 60 დღე აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე. მოსავლის აღების დაგვიანება დაუშვებელია, რადგან მალე უხეშდება, ფუყდება და კარგავს სინაზესა და გემოს. ამიტომ ძირებს  იღებენ ამორჩევით  3- ჯერად 7-10 დღის განმავლობაში, მცენარეებს თხრიან, რეცხავენ,  კონებად კრავენ  და აგზავნიან სარეალიზაციოდ ან სხვა დანიშნულებისამებრ.

წყარო: .agrovitafsc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.