აგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებიდარგებიმეცხოველეობა

წათხი _ ასეთი მეთოდით მომზადებულ წათხში ყველი კარგად მწიფდება და თითქმის ერთ წლამდე ინახება

ყველის  სათანადოდ შენახვა იოლი  საქმე არ არის, რადგან შენახვის პირობებზეა დამოკიდებული, როგორი გემო და სასაქონლო თვისებები ექნება მას.

ყიდვისას ყველი შეიძლება ძალიან გემრიელი მოგეჩვენოთ, მაგრამ  1-2 კვირის შემდეგ მან სულ სხვა, უსიამოვნო გემო შეიძინოს, ამიტომ ყველმა ხარისხი რომ არ დაკარგოს, შენახვის გარემოსა და პირობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. 

გთავაზობთ ყველის შესანახი წათხის  ერთ-ერთ რეცეპტს, რომელიც ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა:

4 ლიტრ ანადუღარ ცივ წყალში გახსენით 1კგ მარილი;

დაამატეთ ერთი ჭიქა _ 200 გრამი შაქარი, შაქარი შეიძლება ჩაანაცვლოთ თაფლით;

პატარა ნატეხი თეთრი შაბი.

ნაზავს საგულდაგულოდ მოურიეთ, რომ მარილი, შაქარი/თაფლი და შაბი წყალში სრულად გაიხსნას!

რომ  დავრწმუნდეთ გაჯერებულია თუ არა წყალი მარილით, მარილწყალში ჩააგდეთ კვერცხი _ თუ ამოტივტივდება, ესეიგი თქვენს მიერ მომზადებულ წათხს მარილი ზომიერად აქვს, წათხი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და უკვე შეგიძლიათ მომზადებულ ხსნარში/წათხში ყველი ჩააწყოთ, ისე რომ  ყველი დაიფაროს.

♦ ასეთი მეთოდით მომზადებულ წათხში ყველი კარგად მწიფდება, ერთი წელიწადიც კი ინახება და ყველა საგემოვნო თვისებას ინარჩუნებს.