დარგებიმეთევზეობა

ცივი წყლის ტიპის (საკალმახე) მეურნეობა

საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობები მეტად ხელსაყრელია საკალმახე მეურნეობისათვის.
 ცისარტყელა კალმახი ჰიბრიდული ფორმაა, რომელიც გამოყვანილია ჩრდილოეთ ამერიკაში გამსვლელი და მდინარის კალმახის შეჯვარებით.

ცისარტყელა კალმახის უპირატესობა მდინარის კალმახთან შედარებით ისაა, რომ სწრაფად იზრდება, ხასიათდება გარემო პირობებისადმი შეგუების კარგი უნარით, რის გამოც გავრცელდა მთელ მსოფლიოში. საქართველოში შემოიყვანეს  – 1939 წელს გუდაუთაში.

ცისარტყელა კალმახის გამოზრდისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წყლის რაოდენობასა და ხარისხს. წყალი უნდა იყოს სუფთა, გამჭვირვალე და ჟანგბადით მდიდარი. ტბორებში წყლის ტემპერატურა ოპტიმალურია – 30C-250C -მდე. ტბორებში წყალი აუცილებლად გამდინარე უნდა იყოს.

 სატბორე საკალმახე მეურნეობა მხოლოდ ინტენსიური ფორმისაა. ექსტენსიური სატბორე საკალმახე მეურნეობა პრაქტიკაში არ არსებობს. საკალმახე მეურნეობა შეიძლება იყოს სრულსისტემიანი და არასრულსისტემიანი, თევზსაშენებისა და სანასუქე მეურნეობათა სახის მიხედვით.

კალმახის გამოსაზრდელი ტბორები სიდიდით განსხვავდებიან სხვა თევზის გამოსაზრდელი ტბორებისაგან. სხვადასხვა კატეგორიის სიდიდე 100-500მ 2 -ია, რომელთა სიღრმე არ აღემატება 1- 1,2 მეტრს.

  ტბორების ფორმა წაგრძელებული და სწორკუთხაა. გვერდების ურთიერთშეფარდება 1:5 ან 1:10-თანაა, რაც უზრუნველყოფს წყლის სწრაფ დინებას და ცვლას. 

კვების ორგანიზაცია

ცივი წყლის ტიპის სატბორე მეურნეობის ძირითადი ობიექტის – ცისარტყელა კალმახის  კვება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა თევზების კვებისაგან. ამიტომ ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს ეს მომენტი.

  კვება კალმახის გამოზრდის პროცესის ყველაზე  ეფექტური ელემენტია.  საკალმახე მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა დიდადაა დამოკიდებული ხარისხიან საკვებზე და მისი გამოყენების სწორ ორგანიზაციაზე.

  ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ საკვების სწორი გამოყენება დიდ გავლენას ახდენს წარმოების ეფექტიანობაზე.

ცნობილია, რომ კვების არასწორი ორგანიზაციის შედეგად ტბორში  ჟანგბადის რაოდენობა უარესდება.  ცივი წყლის (საკალმახე) ტიპის მეურნეობებში კი, ერთ ლიტრ წყალში – 7-8 მგ-ზე   მეტი ჟანგბადია საჭირო.

  ამიტომ,  საჭიროა, რომ ფერმერებმა განსაკუთრებული ყურადღება  მიაქციონ ტბორში ჟანგბადის შემცველობას და თევზის მიერ საკვების ათვისებას და დაიცვან  წყლის ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობის მოთხოვნები (ტემპერატურა, ჟანგბადის შემცველობა და ა.შ.)

კალმახი  მთელი წლის განმავლობაში იკვებება. ცისარტყელა კალმახის გამოზრდისას ბუნებრივი საკვების როლი ფაქტობრივად გამორიცხულია. კალმახის ჩასხმის სიმჭიდროვე დიდია და მოითხოვს დამატებითი საკვების რეგულარულად  მიცემას.

ცისარტყელა კალმახი საკვებად გამოიყენებს როგორც მცენარეულ, ასევე ცხოველურ საკვებს: დაფნიებს, ლიფსიტებს, ელენთას, ღვიძლს, ხორცისა და ძვლის ფქვილს, აბრეშუმის ჭუპრს, თბილსისხლიან ცხოველთა ხორცს, თევზს და ა. შ.

ცისარტყელა კალმახის ცალკეული ასაკობრივი ჯგუფებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის საკვები:

♦ ახლად გამოჩეკილი ლარვასათვის  -ზოოპლანქტონი, კვერცხის გული, კვერცხისა და რძის ემულსია, დოლბანდში გაწურული ელენთის სისხლიანი ქსოვილი.

♦ ლიფსიტებისათვის (ლიფსიტა  – ლარვიდან განვითარებული ახალგაზრდა თევზი, რომელსაც აქვს სქესმწიფე თევზის ყველა ორგანო)  – როგორც თხევადი, ასევე გრანულის სახით, რომელთა შემადგენლობა დაახლოებით უნდა იყოს:

             ა) ელენთის სისხლიანი ქსოვილი – 85%,  ხორცის, ძვლისა და თევზის  ფქვილი – 14%,        

თევზის ქონი – 1%;

             ბ) ელენთა 55%, თევზის ფარში – 30%, პურის მტვერი – 14%, თევზის ქონი – 1%.

♦ ერთწლიანებისთვის, ორწლიანებისათვის და სამწლიანებისათვის – სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ელენთა – 55%, თევზის ფქვილი – 20%, ხორცისა და ძვლის ფქვილი – 10%, ქატო – 5%, საკვები საფუარი – 5% და ფოსფატიდები – 5%.

ცისარტყელა კალმახისათვის საკვების მიცემის ნორმა დამოკიდებულია წყლის ტემპერატურასა და ასაკზე (იხ. ცხრილი 1).

ცისარტყელა კალმახის კვების ჯერადობა ასაკისა და წყლის ტემპერატურის შესაბამისად 

                                                                                          ცხრილი 1

წყლის  ტემპერატურა 0 C

ასაკი

კვების ჯერადობა

15

1+

1-2 ჯერ

16

2+

1ჯერ

9

1+

1ჯერ (ორ დღე-ღამეში)

9

2+

„——————“

3-4

1+

1ჯერ (სამ დღე-ღამეში

წლის განმავლობაში საკვების განაწილება ცალკეული თვეების მიხედვით დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: მარტი – 1, აპრილი – 4, მაისი – 7, ივნისი – 13, ივლისი – 16, აგვისტო -18, სექტემბერი – 17 ოქტომბერი – 14 და ნოემბერი 10%. დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კალმახის კვება არარეგულარულია.

წყარო: kalmaxi.ge