დარგებივეტერინარიამეცხოველეობა

ცხოველთა ინფექციური დაავადებები: ემფიზემატოზური კარბუნკული /ჭიჭინა/, ტუბერკულოზი, თურქული

საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ეპიზოოტიური რისკის ზონას წამოადგენს.

ცხოველთა ეპიზოოტიური (ინფექციური დაავადებების გავრცელებით მცირდება ცხოველთა სულადობა , ირღვევა აღწარმოება, კოლებულობს პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი. დაავადებათა გავრცელებბის საწინააღმდეგო შეზღუდვები (კარანტინი) კი ხელს უშლის ექსპორტს და იმპორტს. ცხოველთა მრავალი ინფექციური დაავადება, გარდა იმისა, რომ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მათ ხშირად კატასტროფამდე მიყავს ეკონომიკა. ინფექციური დაავადებებიდან დღესაც გაცდაუჭრელ პრობლემას წარმოადგენენ ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა ჯილეხი, ბრუცელოზი, თურქული, ცოფი, ტუბერკულოზი, ემკარი და სხვ.

თუ რამდენად საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ჯილეხის აღმძვრელი, როგორც ბიოლოგიური იარაღი ნათლად წარმოვიდგენთ თუ გავიხსენებთ საფოსთო გზავნილებს ამერიკაში და სხვა ქვეყნებში. Yველას გვახსოვს ასევე ფრინველის გრიპით მიყენებული ეკონომიური ზარალი და გავრცელების საშიშროება.

ემფიზემატოზური კარბუნკული /ჭიჭინა/ (Gangrena emphysematosa)

ემფიზემატოზური კარბუნკული /ემკარი / ეწოდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მწვავედ მიმდინარე სეპტიცემიურ, არაკონტაგიოზურ დაავადებას, რომელიც კლინიკურად ვლინდება სხეულის სხვადასხვა ადგილზე სწრაფად მზარდი კრეპიტაციის მქონე შეშუპების გაჩენით. დაავადება სეზონურია. კლინიკური ნიშნები. მსხ.რქ.პ.-ში ინკუბაციური (დაავადების მიმდინარეობის უხილავი პერიოდი) პერიოდი ხანმოკლეა 1-2 დღე. ემკარი მწვავე მიმდინარებით ხასიათდება. ტემპერატურა სწრაფად იწევს 41-42 გრადუსამდე. ცხოველი მოდუნებულია, ცოხნას აჩერებს, პულსი სუსტი და აჩქარებული აქვს. უფრო ხშირად კუნთებით მდიდარ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჩნდება სწრაფად მზარდი ერთი ან რამოდენიმე მკაფიოდ შემოფარგლული, ან გაფენილი, უსწორო ფორმის შეშუპება. იგი მკვრივი, ცხელი და მტკივნეულია. შემდეგ, კუნთებში გაზის ბუშტუკების დაწოლით სისხლის ცირკულაციის შეწყვეეტის გამო, შეშუპების ადგილები ცივი და უგრძნობელი ხდება. შეშუპების ადგილებზე იგრძნობა კრეპიტაცია, კანი მუქდება და შავდება. კუნთების დაზიანება იწვევს მოძრაობის აშლილობას, კიდურების ათრევას, სახსრების გაშეშებას და სხვა. ცხოველს კოჭლობა დასაწყისშივე ეტყობა.

შეშუპებული ადგილის გაჭრისას გადმოდის მუქი წითელი, ან შავი ფერის სითხე, რომელსაც მძაღე ერბოს სუნი აქვს. უმრავლეს შემთხვევაში დაავადების ხილული ნიშნების გამოვლინებიდან 12-48 საათის შემდეგ ცხოველი კვდება. განკურნების შემთხვევები იშვიათია.

ეკონომიური ზარალი. ემკარი დიდ ზარალს აყენებს მეცხოველეობას. იწვევს მთელი სულადობის 10-25 პროცენტის სიკვდილიანობას, დაავადების მასიური გამოვლენის დროს. ამ თვალსაზრისით დაავადების თავიდან ასაცილებლად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ემკარის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ აცრებს. მკურნალობა. სპეც. სამკურნალო საშუალებაა ჰიპერიმუნური შრატი. შრატი კარგი სამკურნალო პრეპარატია, მაგრამ გამოყენებული უნდა იქნეს დაავადების საწყის სტადიაში, დაგვიანების შემთხვევაში მისი თერაპიული მოქმედება ძალზე არაეფექტურია.

ტუბერკულოზი (Tuberculosis)

ტუბერკულოზი ძალზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან როგორც სასოფლო-სამეურნეო და გარეული ცხოველები, ფრინველები, ასევე ადამიანები.

ეს დაავადება თავდაპირველად ვითარდება ნელა და დიდი ხნის განმავლობაში არ ვლინდება გარეგნული ნიშნებით. არსებობს დახურული და ღია ფორმის ტუბერკულოზი. მისი გავრცელების ყველაზე დიდ საშიშროებას ღია ფორმით დაავადებული ცხოველი წარმოადგენს.

აღმოჩენილია ტუბერკულოზის 3 ძირითადი ტიპი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ფრინველის და ადამიანის. ადამიანისთვის ყველაზე საშიშია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზის სახეობის მიკობაქტერიები. პირუტყვში ტუბერკულოზის მიმდინარეობისას ძირითადათ ზიანდება ფილტვები, ცური, საშვილოსნო და ნაწლავები. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეიძლება დაავადდეს ადამიანის ტუბერკულოზის ჩხირით. ტუბერკულოზის გავრცელებით მიღებული ეკონომიკური ზარალი საკმაოდ მაღალია, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:

1. დაავადებული ცხოველის დაკვლით სანიტარულ სასაკლაოზე;

2. მისი შიგნეულის განადგურებით;

3. ფერმის სულადობის გამოჯანსაღებით და დეზინფექციით, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. დაავადებული ძროხის რძის საკვებად გამოყენება აკრძალულია.

ტუბერკულოზზე დიაგნოზი შეიძლება დაისვას ტუბერკულინიზაციის ჩატარებით, რაც ითვალისწინებს ცხოველთა ინექცირებას, პრეპარატის შეყვანას კანქვეშ, კანში ან თვალის კონიუქტივაში.

თურქული (Aphtae epizooticae)

თურქული ორჩლიქიანი სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ვირუსული დაავადებაა. იგი მიმდინარეობს მწვავე ფორმით და ძალზე გადამდები დაავადება.

თურქულისათვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, პირის ღრუდან ნერწყვის დენა და ტუჩებზე, პირის ღრუში და ჩლიქებს შუა, ცხვირის სარკეზე და ზოგჯერ ცურზე აფტების (ეროზია, დაზიანება) გაჩენა. ცხოველი მოდუნებულია, აღენიშნება უმადობა, სისუსტე, წველადობის მკვეთრად დაცემა. თუ თურქული მძიმედ მიმდინარეობს, ხშირია სიკვდილიანობა (ძირითადათ მოზარდებში). სხვა შემთხევვაში თუ თურქული ნორმალურად მიმდინარეობს, 8-15 დღის შემდეგ სათანადო მკურნალობის შედეგად დაავადება სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.

თურქულით მიყენებული ეკონომიკური ზარალი მაღალია და შედგება: პირუტყვის სიკვდილიანობის, წველადობის მკვეთრი შემცირების და მკურნალობის საკმაოდ დიდი დანახარჯებისაგან. ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფერმერმა ხელი შეუწყოს სახელმწიფო ვეტერინარული პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას.

დაავადების მკურნალობა პირველ რიგში მოიცავს ცხოველის ზოოჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას (სუფთა სადგომი და წყალი, რბილი საკვები, ნაკლები მოძრაობა) და სიმპტომატურ მკურნალობას (ეროზირებული ადგილების დამუშავებას დინდგელის 5 %-იანი ნაყენით, ჯილისეპტის 1-2 %-იანი ხსნარით დღეში ორჯერ და ფართო მოქმედების სპექტრის ანტიბიოტიკების ინექციის ჩატარებით – Oxtra, Oxtra-Long და სხვა).

თურქული პირუყტვში ძალიან სწრაფად ვრცელდება. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაავადებული პირუტყვის იზოლირება ჯოგიდან.