აგროსიახლეები

ცხრატყავას პლანტაციები ტურისტებისთვის

პოლონეთში ტურისტებისთვის ცხრატყავას 27 პლანტაცია გაიხსნა. პლანტაციაში ვიზიტის დროს მათ საშუალება ექნებათ შეაგროვონ და შეიძინონ უჩვეულო პროდუქტი იუწყება sadyogrody.pl.

ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ნაკლებად ცნობილი კენკრის პოპულარიზაციას „ივნისი ცხრატყავას პლანტაციებში“ ეწოდება.

როგორც ინიციატივის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ცხრატყავა, გაზვიადების გარეშე, ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, მისგან შეგიძლიათ გააკეთოთ მურაბები, ჯემები, კომპოტები და მისი გამოყენება თითქმის შეუზღუდავად შეიძლება დესერტებში.

როგორც ადრე EastFruit იუწყებოდა, ზოგიერთი შეფასებით, პოლონეთს ცხრატყავას ყველაზე დიდი ფართობები აქვს მსოფლიოში – დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი.

თავის მხრივ, წელს ცხრატყავას მიწოდება უკრაინულ ბაზარზეც შეიძლება გაიზარდოს, რადგან მრავალ ახალი პლანტაციაში ამ კენკრის სრული მოსავლიანობა იწყება.

2020 წელს, უკრაინაში ნერგებზე მოთხოვნა ისევ ძალიან მაღალი დარჩა. კულტურა განსაკუთრებით პოპულარულია მცირე მებარეებსა და მოყვარულთა შორის. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ უკრაინაში ცხრატყავა წარმოების მოცულობა გაიზრდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმოების ზრდა ისეთივე ამბიციური იყოს, როგორც პოლონეთში.

შარშან, კიევში სუპერმარკეტების ცხრატყავას საცალო ფასმა 320 გრინვას / კგ-ს მიაღწია (12 დოლარი კგ). ყველაზე გემრიელი ჯიშების მეურნეობებში გასაყიდი ფასი 200 გრინვა/ კგ (7,5 აშშ დოლარი კგ) იყო.

ცხრატყავას გვარი (lonicera L.) მცენარეულ სამყაროში ფართოდ არის წარმოდგენილი და 200-ზე მეტ სახეობას აერთიანებს.

ცხრატყავა 0,5-1,2 მეტრი სიმაღლის ბუჩქია, აქვს მოგრძო, ლურჯი ფერის მომჟავო-ტკბილი და ძალზე არომატული ნაყოფები. მწიფდება ივნისში.

საკვები ცხრატყავა (ლათ. Lonícera caeruléa) კარგად იზრდება საქართველოს მთისწინა ზონაში, განსაკუთრებით მდინარისპირა ჭალებში, მთის მდელოებზე, ტყისპირებში.

 

ნიუსი მომზადებულია – საქრთველოს ბანკის და აგრომედია რესურსების ერთობლივი პროექტის „პროექტის სახელი“ ფარგლებში.

2