ცხვრის ტყავის სტანდარტი
ცხვრის ტყავი სტანდარტულად ითვლება მაშინ, როდესაც მისი ფართობი 18დმ2 -ია.
ცხვარი იძლევა საბეწვეულო, საქურქე და სამადჟაკე ტყავეულს.
საბეწევეულო ტყავს იძლევიან ნაზი, ნახევრად ნაზი და ნახევრად უხეში ჯიშის ცხვრები, რომელთა მატყლის საფარი ძირითადად თივთიკით არის დაფარული.
საქურქე ტყავს იძლევიან სპეციალური ჯიშის ცხვრები, რომელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა რომანიული ჯიში, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქით, მისი 1მ2 ტყავი იწონის 1, 45კგ-ს, მაშინ როდესაც სხვა უხეშმტყლიანი ცხვრის 1მ2 ტყავის წონა 1.95კგ-ია.
სამაჟდაკე ტყავს იძლევა სპეციალური ჯშიშის ცხვრები (კარაკულის, სოკილსკის). კრაველი მიიღება 1-3 დღის ბატკნისგან.
კრაველი გამოირჩევა სხვადასხვა ფერის ბეწვისგან, რომელიც გამოიყენება ქურქების, ქუდების, საყელოების და სხვა ბეწვეულის საწარმოებლად, რომელიც მსოფლიო ბაზარზე დიდ მოთხოვნილებით სარგებლობს.
ტყავეულის წარმოებისთვის საჭიროა სალაბადო ტყავი, რომელიც ბეწვეულის და საქურქე მრეწველობისთვის არ გამოდგება, ის გამოიყენება შევროს, ხრომის, და ფეხსაცმელების ჟამშის საწარმოებლად.
საქართველოში გავრცელებული ცხვრის ჯიშების ტყავი მაღალი ხარისხის საქურქე წამოებისთვის არ გამოდგება.