აგროსიახლეები

მემორანდუმი თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და პრატქიკულს გახდის

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის  (REC Caucasus) აღმასრულებელმა დირექტორმა სოფო ახობაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის, კონსერვაციის და გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობას, ასევე, ტყის მდგრადი მართვისა და ტყის ეკოსისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

„კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ეროვნულ სატყეო სააგენტოს  დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო გააღრმავებს და პრატქიკულს გახდის არსებულ თანამშრომლობას ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეკოსისტემის და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენისა და კონსერვაციის საკითხებში დაგეგმილი გვაქვს ერთობლივ პროექტების განხორციელება“, – აღნიშნა  ეროვნული სატყეო სააგნეტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.