წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 2,5 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხები იწმინდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, დამშრობი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
სოფელ გუბისწყალში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური კოლექტორის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, 100 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება.