უკრაინამ ჟოლოს ექსპორტი აშშ-სა და კანადაში დაიწყო
უკრაინაში ჟოლოს ბიზნესში გარღვევა მოხდა -2021 წელს აშშ-სა და კანადაში ქვეყნიდან დიდი რაოდენობით გაყინული ჟოლო გავიდა ექსპორტზე.
უკრაინის მებაღეობის ასოციაციამ (UHA) ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრა – ჟოლოს ერთი პარტია კანადაში, მეორე კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა – ერთი საზღვაო კონტეინერის რაოდენობა. მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას დაახლოებით თვენახევარი დასჭირდა, მყიდველი კმაყოფილი დარჩა პროდუქტის ხარისხით და უკრაინელ მომწოდებელთან რეგულარულ თანამშრომლობას განიხილავს.
პროდუქტის მაღალი ხარისხის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამართულ წარმოებას, გაყინვის პროცესსა და ლოგისტიკას საჭიროებდა, რაც წარმატებით განახორციელეს უკრაინელმა მიმწოდებლებმა.
ამგვარად,უკრაინელმა ჟოლოს მწარმოებლებმა წარმატებით მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და პრეპარატების ადმინისტრაციის სერთიფიკატი(FDA).
მეორე მნიშვნელოვანი მხარე ამ მოვლენის არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა ტრადიციულად იხდის უფრო მაღალ ფასს იმპორტირებულ ჟოლოში ვიდრე სხვა იმპორტიორი ქვეყნები, რომელიც უკრაინელ მომწოდებლებს კარგ შესაძლებლობას აძლევს ინვესტიცია პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში ჩადონ. რასაკვირველია, მაღალი ფასი პროდუქტის მაღალი ხარისხიდან გამომდინარეობს. FDA მომწოდებლის ხარჯზე აბრუნებს იმ შეკვეთას, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და უსაფრთხოების მოთხოვნებს, აქვეყნებს ყველა ინფორმაციას კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ შორის, მომწოდებელი კომპანიის სახელსაც. ამიტომაც, რეპუტაციის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ექსპორტიორმა ქვეყანამ და მომწოდებელმა კომპანიამ დაიცვან მოთხოვნები.
შეერთებულ შტატებსა და კანადაზე გაყინული ჟოლოს იმპორტის დაახლოებით 80% მოდის ღირებულების თვალსაზრისით და დაახლოებით 60% მატერიალური კუთხით. თუმცა, უკრაინა ტრადიციულად ჟოლოს ძირითადად პოლონეთს აწვდის, რომელიც ასევე შემოსავლიანი ბიზნესია უკრაინელი ფერმერებისთვის. თუმცა, რამდენიმე მილიონ დოლარს კარგავს დაბალი საფასო კატეგორიის გამო. თანხები იკარგება უკრაინაში პოლონელი შუამავლების არსებობის გამოც, თუმცა, ბოლო დროს ტენდენცია პოზიტიურია და იზრდება გაყინული კენკრის პირდაპირი გადაზიდვები გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ნიდერლანდებში. აშშ-სა და კანადის ფაქტორი დამატებით სტიმულს აძლევს ფერმერებს, რომ გააუმჯობესონ პროდუქტის ხარისხი როგორც წარმოების, ისე შენახვისა და გაყინვის ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი მწარმოებლები ჟოლოს სანერგეების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავენ.
ამ წარმატებული გადაზიდვის წყალობით, UHA-მა განაახლა მოლაპარაკებები ასოციაციის წევრებთან, რათა შექმნან სავაჭრო პლატფორმა ახალი და გაყინული ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის ექსპორტისთვის. თუ ეს გეგმა დაინერგება ეს გააძლიერებს უკრაინის პოზიციას საექსპორტო ვაჭრობაში. თუმცა, ამ დროისთვის, უკრინელი ექსპორტიორები ვერ თანხმდებიან.
გაითვალისწინეთ , რომ ამერიკა გაყინული ჟოლოს იმპორტს ახორციელებს ჩილედან, მექსიკიდან და სერბეთიდან. ამავდორულად, სერბეთი, მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი გაყინულ ჟოლოში, აქტიურატ ზრდიდა კენკრის მიწოდებას ამერიკის შერთებული შტატებისთვის, იმის გათვალისწინებით რომ ეს ბაზარი მისთვის პრიორიტეტულია. 2020 წელს სერბეთმა შეიტანა 10 ათას ტონაზე მეტი გაყინული ჟოლო ამერიკაში პირველად და ექსპორტის მოცულობით თითქმის დაეწია მექსიკას. შედარებისთვის, 2020 წელს პოლონეთმა მხოლოდ 281 ტონა ჟოლო შეიტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კანადა ახორციელებს გაყინული ჟოლოს იმპორტს ჩილედან, სერბეთიდან, ამერიკასა და მექსიკიდან. სერბეთმა ასევე გაზარდა კანადაში ექსპორტი და 2020 წელს გაგზავნა რეკორდული რაოდნობის გაყინული ჟოლო – 6.8 ათასი ტონა. პოლონეთი კანადას აწვდის დაახლობით იმავე რაოდენობა ჟოლოს, რასაც ამერიკას.
შესაბამისად, უკარინისთვის, რომელიც ხუთ უდიდეს ქვეყანას შორისაა გაყინული ჟოლოს ექსპორტის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ამ ორ უდიდეს ბაზარზე ფეხის მოკიდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2022-2024 წლებში კენკრის წარმოების მოსალოდნელი ზრდის გამოც.
წყარო: EastFruit