ვაშლის ექსპორტი ბოლო 9 თვეში 15 ათასი ტონით გაიზარდა
2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოდან 17.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 15.0 ათასი ტონით (7.6-ჯერ), ხოლო ექსპორტის ღირებულება 9.4 მლნ აშშ დოლარით (7.4-ჯერ) გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასმა კილოგრამზე 0.63 აშშ დოლარი შეადგინა.
ვაშლის ექსპორტი ძირითადად რუსეთში (17 095 ტონა), ყაზახეთში (60 ტონა), ბელარუსში (39 ტონა), თურქეთსა (21 ტონა) და სომხეთში (11 ტონა) განხორციელდა.