აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის გასხვლის წესები _ ქართული კორდონი

ვაზის სწორად  განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გასხვლის ოპერაციას.
დღეს გაგაცნობთ ვაზის გასხვლის ქართულ წესს, ქართულ კორდონს.

ქართული კორდონი წარმოადგენს დიდი დატვირთვის ფორმას. მას თავიდანვე განვითარებული აქვს ორი შტამბი და ორი მხარი; თითოეულ მხარზე განვითარებულია ორ-ორი სასხლავი რგოლი. სასხლავი რგოლები მხარზე განთავსებული მის თავსა და ბოლოში, რომელთა დაკავება წარმოებს პირველი მავთულის ზონაში მხარზევე. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად ანელებს პოლარობის მოვლენებს და აძლიერებს ცალკეული ყლორტების ნორმალურ განვითარებას. თითოეული რგოლი ისხვლება ქართული წესით სამამულესა (2-3 კვირტი) და სანაყოფეზე (8-10 კვირტი), რაც უზრუნველყოფს ოთხი რგოლის შემთხვევაში ვაზის 36-40 კვირტით დატვირთვას, ხოლო ექვსი რგოლის მიცემისას – 54-60 კვირტით.

კორდონი 22222222222222222222222222222

თითოეული ვაზის ამგვარი დატვირთვა საშუალებას იძლევა ვენახის საჰექტარო დატვირთვა 150-200 ათას კვირტამდე გაიზარდოს, ნაცვლად ძველად არსებულ 70-80 ათასი კვირტისა. მსგავსად მევენახეობაში ცნობილ სხვადასხვა სახის კორდონული ფორმებისა, ქართულ კორდონსაც ახლავს შედარებით მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული ნაკლოვანი მხარეები.

ასე მაგალითად, ყველა ეკოლოგიურ პირობებში და ყველა სტანდარტული ჯიშისათვის იგი არ გამოდგება, მისაღებია მხოლოდ ძლიერ მზარდ ჯიშებისათვის. თვით ფორმის გამოყვანა შესრულების მანიპულაციით რთულია და საჭიროებს ერთგვარ დახელოვნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვაზი დამახინჯდეს. მოსალოდნელია მხარზე რგოლის ამოვარდნა-გაუქმება, რომლის აღდგენა მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული და, რაც მთავარია, ვაზი გასხვლის მანიპულაციით მკაცრ ჩარჩოში ექცევა, რაც მისდამი ინდივიდუალურად მიდგომის შესაძლებლობას არ იძლევა.

მიუხედავად ზემოაღნიშნული უარყოფითი მხარეებისა ქართული კორდონი ყველა არსებულ კორდონებს შორის პირველ ადგილზე დგას და მისი გამოყენება სათანადო მოვლისა და ყურადღების პირობებში დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული.

„საქართველოს აპელოგრაფია“

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე