დარგებიმცენარეთა დაცვა

ვაზის ჭიჭინობელა

ვაზის ჭიჭინობელა ფართოდ გავრცელებული მავნებელია. ზრდასრული მწერის მოყვითალო ან მოწითალო ყვითელია. სხეულის სიგრძე 3 მმ-ია.

მავნებლის მატლი, ნიმფა და ზრდასრული ფორმები წუწნიან ვაზის ფოთლის ქვედა მხრიდან, რის შედეგად მათზე ჩნდება მოთეთრო – წერტილოვანი ლაქები. დაზიანების შედეგად ყლორტები მახინჯდება. ძლიერი დაზიანების დროს ყლორტების ძირითადი მასა მოუმწიფებელია და ზამთრის ყინვებს ვერ უძლებს.

ჭიჭინობელას მიერ გამოყოფილ ექსკრემენტებითა და გამონაცვალი კანით ისვრება ფოთოლი და მტევნები. საგრძნობლად მცირდება ყურძნის მოსავალი და უარესდება ხარისხი.

ვაზის ჭიჭინობელა  ზრდასრულ ფაზაში იზამთრებს.

საზამთრო თავშესაფარში გადაფრენა ხდება ვაზის ფოთლის ჩამოცვენის დაწყებისთანავე და გრძელდება მის დამთავრებამდე.

თავშესაფრიდან მათი მთლიანი გამოფრენა ხდება, როცა ჰაერის საშუალო ტემპერატურა 12 გრადუსს, რაც ემთხვევა ციცქას და ცოლიკოურის კვირტების გაშლას.

გამოზამთრებული ჭიჭინობელას სქესობრივი მომზადება ხდება აპრილში და მთავრდება 15 დღეში. ჭიჭინობელა კვერცხებს დებს მტევნის კლერტში, ყლორტის ქვეშ და ფოთლებზე.

მატლების გამოჩეკა იწყება მაისის პირველ ნახევარში, რომელიც  ყვავილობის დასასრულს ემთხვევა.

ჭიჭინობელა 3-4 თაობას იძლევა.