დარგებიმებაღეობა

ვაშლის მოდა. რომელი ვაშლის ჯიშებს ანიჭებენ უპირატესობას მოწინავე მსოფლიო მწარმოებლები?

Golden Delicious, Red Delicious, Gala, Fuji , Granny Smith – ვაშლის ეს ჯიშებია დღეს მსოფლიო ხილის წარმოების საფუძველი _ ამბობს ლიუბლინის (პოლონეთი) უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ტომაშ ლიპა.

თუ გადაწყვიტეთ ვაშლის ბაღის გაშენება, ღირს შეისწავლოთ მსოფლი ვაშლის ბაზრის ტენდენციები. დღეს ბაზარზე კვლავ ყველაზე პოპულარულია ვაშლის ჯიში Golden Delicious (18%), მეორე ადგილზეა _ Red Delicious (17%), ამასთან უკვე შეიმჩნევა ორივე ჯიშის პოპულარობის კლება. მესამე ადგილზე მსოფლიო ბაზარზე უჭირავს Gala (14,3% მოთხოვნა იზრდება). ამ ჯიშებს Fuji და Granny Smith-თან ერთად ვაშლის მსოფლიო წარმოებაში 60% უჭირავს (აშშ-ში 70%, სამხრეთ ნახევარსფეროში 80%).

ევროპის ქვეყნებში შედარებით პოპულარულია Golden Delicious, Gala და Idared, მეოთხე ადგილს იკავებს Red Delicious. 2015 წლიდან ევროპაში ვაშლის წარმოებით ლიდერობს პოლონეთი, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს ამ ხეხილის პლანტაციებს.

პოლონეთის ვაშლის წარმოებაში დომინირებს ჯიში Idared, მეორე პოზიცია უჭირავს Szampion, ხოლო მესამე – Jonagold, ამომავალი, მუდმივად მზარდი ტრენდია Red Jonaprince.

ჰოლანდიელი მწარმოებლები უპირატესობას ანიჭებენ Galа, Elstar i Nicoter და სხვა ჯიშებს.

მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასი უჭირავს Gala-ს შესანიშნავი გემოს წყალობით. გვიან ყვავილობის დროს Gala ნაკლებად ზიანდება საგაზაფხულო წაყინვების შედეგად. ეს ჯიში საშუალებას აძლევს მწარმოებლებს შესანიშნავი შეფერილობის და სასაქონლო სახის პროდუქცია აწარმოონ. ჯიში გამორჩეული ტრანსპორტირების და შენახვის საუკეთესო თვისებებით, იგი კარგად ინახება ზაფხულამდე.

ამავე დროს ბევრი მებაღე  თავს იკავებს ამ ჯიშის გაშენებისგან, რადგან ამ ჯიშის ვაშლის ხე საკმაოდ მგრძნობიარეა ყინვების მიმართ.  წაყინვების შემდეგ იოლად ავადდება სხვადასხვა დაავადებებით, რაც მათ ხმობას იწვევს. ხე საჭიროებს სანაყოფე კვირტების შეცვლას, ამ ოპერაციის გარეშე რამდენიმე წელიწადის შემდეგ ხეს შეიძლება ტოტები დაემტვრეს და იოლად დაკნინდეს.

პოლონელი ვაშლის მწარმოებლები უბრუნდებიან და აშენებენ Red Delicious-ის ჯგუფის ჯიშებს, რაც ამ ჯიშის ხილზე საგარეო ბაზრებზე; ჩრდილოეთ აფრიკაში და აღმოსავლეთ  აზიაში მოთხოვნაც საკმაოდ დიდია და ფასიც მაღალია.

ჯიში Red Delicious ძნელად ძნელად გასახარებელია, პრეტენზიულია ბინადრობის ადგილის მიმართ, იოლად ავადდება. კიდევ ერთი უარყოფითი თვისება ამ ჯიშისა გახლავთ, ის რომ ნაყოფი ერთგვაროვნი ფორმისა არ აქვს. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ნაყოფი ზოგჯერ მუტაციის შედეგად დაზიანებული გარსის დამწვრობით.

Golden Delicious-ის ღირსებებიდნ უნდა აღინიშნოს ნაყოფის მაღალი ხარისხი და ფასი. გვიან ყვავილობის გამო, როგორც ვთქვით, ნაკლებად ეშინია საგაზაფხულო წაყინვების, გამოირჩევა უხვმოსავლიანობით. მაღალხარისხიანი ხილის მისაღებად ხეხილი ითხოვს სანაყოფე კვირტების გამეჩხერებას და თხელი კანის გამო მოსავლის დელიკატურად აღებას, რადგან ნაყოფი იოლად ზიანდება.

ბევრი მებაღე ინტერესდება საჭიროა თუ არა Idared დარგვა. ამ ჯიშის ძირითადი მყიდველი არის რუსეთი. ამიტომ ამ ბაზრის დადებითი და უარყოფითი მხეები კარგად უნდა გაანალიზდეს, ვიდრე ამ ჯიშის დარგვას გადაწყვეტთ.

Szampion (Reno 2 და Arno) ძალზე პოპულარულია პოლონელ ვაშლის მწარმოებლებს შორის.

დიდი ხანი არ არის რაც ბაზარზე გამოჩნდა ფერადგულინი ვაშლი (Britis Rouge, Orange და Kissabel Jaune).

ყურადღების გამახვილება ღირს ვაშლის ჯიშზე Black Diamond (შავი ბრილიანტი), რომელიც წარმოშობით ტიბეტიდან არის და დიდი შთაბეჭდილებას ახდენს, როგორც მწარმოებლებზე, ისე მყიდველებზე.

ოკსანა რუჟენკოვა

წყარო: sadyogrody.pl