აგროსიახლეებიმედიამედია ფერმერებისთვის TV

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ 2024 წელი, სექტემბერი (№9/144)

ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2024 წლის სექტემბერის ნომრის ელექტრონული ვერსიის ნახვა მკითხველს ჩვენს ვებ-გვერდზე https://agronews.ge  უკვე შეუძლია.
სტატიები, რომელსაც სექტემბერში გთავაზობთ, ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ.

მაგალითად: ერთწლოვანი მინდვრის კულტურების მეთესლეობის განვითარების გზები, მისი შემდგომი გავლენა მოსავლიანობაზე და პროდუქციის ხარისხზე; ქვევრში ტკბილის მთლიან ჭაჭაზე დადუღებით ღვინის დაყენება; პავლოვნია გლობალური დათბობის წინააღმდეგ; ბონსაი, ბუნება მინიატიურაში — ცოცხალი სკულპტურა; ციტრუსოვანთა მენაღმე ჩრჩილი და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებანი; სკა, ფუტკრის ოჯახი და ფუტკრის კვება; ყვავილის მტვერი და ჭეო; უსამართლოდ მივიწყებული კამეჩის რძე და მისი პროდუქტები; ხბოს გამოზრდა, ხბოებში გავრცელებული დაავადებები და მათი მართვა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებები და სხვ.

კვლავ ვაგრძელებთ რუბრიკას_ „გაქვთ კითხვა აგრონომთან?“; „გაქვთ კითხვა ვეტერინართან?“.

რუბრიკისათვის გამოგვიგზავნეთ თქვენთვის საინტერესო თემები და კითხვები ჟურნალის ელექტრონულ ფოსტაზე: agroasca@gmail.com ან ფეისბუკგვერდის „აგრარული საქართველო“ მესენჯერში. კითხვებს უპასუხებენ გამოცდილი აგრონომები, ვეტერინარები და ზოოტექნიკოსები.

ჟურნალი აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს, რომლის წარმოდგენის და გამოქვეყნების პირობებზე სრულ ინფორმაციას იხილავთ ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში“ და ჩვენს ვებ–გერდზე: agronews.ge-ზე (ავტორთა საყურადღებოდ).

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ ვრცელდება ხელმოწერით.

გამოიწერეთ ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“:

ჟურნალის ერთი წლით გამოწერა ღირს 36 ლარი, ნახევარი წლით –18 ლარი.

გამოწერა შესაძლებელია პრესის გავრცელების სააგენტოს ელვა. ჯი-ს მეშვეობით.

ტელ: 577 30 88 47; 032 238 26 73;

ასევე პსგ ი/მ „ნინო ტომარაძესთან“.

ჟურნალის ელ. ვერსია იხილით თანდართულ ბმულზე: https://drive.google.com/drive/u/4/folders/1aX3w0HKrdGCmOUE0NpoVgMHoAgF9_49E