ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“, აპრილი, 2022 წ. №4 (115)
გამოვიდა ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2022 წლის აპრილის ნომერი, სადაც ჩვენი მკითხველი აგრარული დარგის სხვადასხვა თემაზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაეცნობა.
ჟურნალში კვლავ დაგხვდებათ რუბრიკები: „გაქვთ კითხვა ვეტერინართან“; „გაქვთ კითხვა აგრონომთან“, სადაც მკითხველის შეკითხვებს პროფესიონალი აგრონომები და ვეტერინარები პასუხობენ.
აქვე გაეცნობით სტატიებს: „განვითარების როგორი მოდელი სჭირდება საქართველოს სოფელს და სოფლის მეურნეობას“; „დასავლეთ საქართველოში ხორბლის წარმოების შესაძლებლობები“; „ინოვაციური ტექნოლოგიები მებოსტნეობაში“; „ხილის გადამუშავების ეფექტიანი ტექნოლოგიები“; „ჩაის ბუჩქის ბრტყლად გასხვლის უპირატესობა და მანქანის ტექნოლოგიის სქემა“; „ნატურალური ლიმონათი საქაროზას გარეშე“, „ტყემლის ბაღის გაშენება, მოვლა, მოსავლის აღება“; „სკა _ სკის სახეობები, ტიპები და კომპლექტაცია“ და სხვა საინტერესო მასალებს.
ჟურნალი აგრძელებს სპეციალური ფერადი ჩანართის ბეჭდვას: „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) გამოქვეყნებას, რომელიც მომზადებულია პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ SQIL ფარგლებში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37 ახორციელებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ (GFA) პარტნიორობით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.
ჟურნალის ელექტრონული ვერსიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“: https://drive.google.com/drive/u/3/folders/1MDS4pQer6zcKoLROgFAMzBfQ5E_UDaeQ
გამოიწერეთ და იკითხეთ ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“!
ჟურნალის ერთი წლით გამოწერა ღირს 36 ლარი. ნახევარი წლით 18 ლარი.
ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია პრესის გავრცელების სააგენტოს elva.ge-ს (ტელ: 577 99 16 51; 032 238 26 73; 032 2 38 26 74) მეშვეობით, ან ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქციაში,
ელ-ფოსტ: agroasca@gmail.com
ტელ: +995 599 16 18 31
ჟურნალის მომდევნო _ 116-ე ნომერი გამოვა მაისის ბოლოს!