აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობაფერმერი ფერმერს

ზრდის სტიმულატორის გამოყენება ჩითილების, ნერგებისა და ხნიერი ხეების გრუნტში გადატანის დროს

მრავალწლიან მცენარეთა ნარგაობების, აგრეთვე ქარსაცავი ზოლების გაშენების დროს ხშირად საჭირო ხდება მოზრდილ მცენარეთა გადარგვა.

ჩითილები, ნერგები და ხნიერი ხეები მუდმივ ადგილზე დარგვისას ყოველთვის კარგად არ ხარობს, ხშირია მათი გახმობის შემთხვევებიც. ამის მიზეზი ხშირად არაჯეროვნად დაფესვიანებაა; დაგვიანებით უვითარდებათ ან სრულად არ უვითარდებათ წყლისა და მინერალურ ნივთიერებათა შემწოვი ბუსუსები, რის გამოც დროულად ვერ მყარდება კავშირი მცენარესა და გარემოს შორის, რასაც მოსდევს ასეთ ნარგაობათა დაზიანება.

დამზადებული სანერგე მასალა ზოგჯერ დაბალხარისხიანია, აქვს დაქვეითებული რეგენერაციის უნარი, სუსტი დაფესვიანება, რაც გრუნტში დარგვისას მცენარეს ვერ უზრუნველყოფს საკმარისი წყლით და მინერალური ნივთიერებით. მცენარეული ორგანიზმი ენერგოპლასტიკურ ნივთიერებებს იღებს მის სხეულში არსებულ მარაგიდან, სადაც ახალი არ წარმოიქმნება, ან თუ წარმოიქმნება მეტად _ უმნიშვრენლოდ, ძველი მარაგი კი თანდათან მცირდება და მცენარე მძიმე მდგომარეობაში ვარდება.

მუდმივ ადგილას ნერგების, ჩითილების გადატანისას აუცილებელია გამოყენებელულ იქნეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დარგულ მცენარეთა კარგ მდგომარეობას უზრუნველყოფს. მათ შორის  საჭიროა ზრდის სტიმულატორის  „ბიოაქტივის“ გამოყენება, რის შედეგადაც ძლიერდება ახალ წარმონაქმნთა მიღება (კალუსების წარმოქმნა).

სტიმულატორის გამოყენება მეტად მნიშვნელოვანია ხნიერი ხეების გადარგვისას. მათი მოთხრა-ამოღებისას ფესვების უმეტესი ნაწილი ზიანდება, კერძოდ ფესვთა უწვრილესი დაბოლოებანი და ბუსუსები მთლიანად ნიადაგში რჩება. ეს კი ამცირებს წყლისა და მინერალურ ნივთიერებათა ათვისებას, რაც იწვევს ნიადაგიდან მცენარის მარაგების დარღვევას, როგორც წყალზე, ისე მინერალურ ნივთიერებებზე.

მცენარე აღმოჩნდება რა ნიადაგთან კონტაქტში, ექმნება წყლისა და მინერალური ნივთიერების ათვისების  შესაძლებლობა, რაც დიდ გავლენას ახდენს მის გახარებაზე. ამიტომ ზრდის სტიმულატორი ფართოდ უნდა გამოვიყენოთ ერთწლიანი კულტურების ჩითილების (ბოსტნეული კულტურების ჩითილები), მრავალწლიანი კულტურების (ვაზი, ხეხილი, ტყის ჯიშები, ბუქების) ახალ ადგილზე გადარგვისას.

მრავალწლიანი კულტურების სტიმულატორით- ბიოაქტივით დამუშავება შესაძლებელია გადარგვამდე (მცენარის ფესვთა სისტემის დამუშავება  20მლ/1ლ წყალი) და გადარგვის შემდეგ (მცენარის ფოთლოვანი გამოკვება 2მლ/1ლ წყალი).

იმისათვის რომ მივიღოთ კარგი მოსავალი და თავიდან ავიცილოთ გადარგვისას გამოწვეული ნიადაგურ-კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრეს-ფაქტორები, ღია გრუნტში ჩითილების გადატანისას (ყვავილების, ბოსტნეული კულტურების), რეკომენდებულია ზრდის სტიმულატორით ბიოაქტივით ფოთლოვანი გამოკვება. რაც ხელს უწყობს გადარგვის შემდეგ გამოწვეულ სტრეს-ფაქტორების თავიდან აცილებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას, მცენარის ღეროვანი უჯრედების აქტივაციას, როგორც ყვავილობის ისე ნაყოფის გამოღების სტიმულაციას და მაღალხარისხიან მოსავლიანობას.

როგორც მოგახსენეთ, მისი გამოყენება შესაძლებელია მცენარის მთლიან სავეგეტაციო პერიოდში, როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან კულტურებში. მისი გავლენა მცენარის ზრდის მომდევნო წლებში უფრო საგრძნობი ხდება, მცენარეები კარგად ვითარდებიან, როგორც ვარჯის სიმსხოში, ისე სიმაღლეში. ასევე უზრუნველყოფს მცენარის იმუნიტეტის (მავნებელ-დაავადებებით, კლიმატური ცვლილებებით, ჰერბიციდებით გამოწვეული სტრესებისადმი), მოსავლის რაოდენობის გაზრდასა და შენახვისუნარიანობის გახანგრძლივებას.

ნინო ჭიორელი,

კომპანია „როქის“ აგრონომი