აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებიმეცხოველეობა

ზრდის სტიმულიატორების გამოყენება მეცხოველეობაში

ცხოველებისა და ფრინველების ზრდის დასაჩქარებლად, მათი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად და ხარისხის ასამაღლებლად, ბოლო ხანებში ფართოდ გამოიყენება ბიოსტიმულატორები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები, ანტიბიოტიკები და სხვა პრეპარატები. ამჟამად მეცხოველეობაში გამოიყენება 30-ზე მეტი სხვადასხვა ვიტამინი, უპირველესად A B C D E ვიტამინებს განსაკუთრებით საჭიროებენ მაკე ძროხები. რადგან ვიტამინების უკმარისობა აფერხებს ბიოქიმიური რეაქციების მიმდინარეობას, როგორც დედის ასევე ნაყოფის ორგანიზმში. ვიტამინებისა და სხვა ზრდის სტიმულიატორების გამოყენება უზრუნველყოფს მსხვილფეხა-რქოსანი საქონლის, ცხვრის, ღორისა და ქათმების სადღეღამისო წონის 10-15%, საკვები მასის შემცირებას 0,5-2,5 კვების ერთეულით. 1ც. ძროხის თვითღირებულება 5-15%-ით მცირდება, 3-8%. კლებულობს დაავადებების რიცხვი. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები უფრო ხშირად მიეცემა მირკოელემენტების, ვიტამინების, ფერმენტული პრეპარატების და ანტიბიოტიკების ნარევის სახით. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველების ზრდის სტიმულიატორებს-ნივთიერებებს, რომლებიც განაგებენ ორგანიზმში მიმდინარე სინთეზისა და დაშლის პროცესებს.

მეცხოველეობაში გამოყენებადი ზრდის სტიმულატორები შეიძლება დაიყოს ორად: ჰორმონალურ და არაჰორმონალურ სტიმულიატორებად. ჰორმონალურიდან უპირატესობას ანიჭებენ უსაფრთხო, ბუნებრივ სტიმულატორებს. ცხოველები ფიტოესტროგენებს ღებულობენ ზაფხულში მწვანე მცენარეების სახით ადამიანის კონტროლის გარეშე. მათ მიღებას არ შეიძლება ზიანი მოჰყვეს. ეს გამოცდილია მრავალწლოვანი პრაქტიკით. არაჰორმონალური სტიმულიატორები პოულობენ უფრო მზარდ გამოყენებას, მაგრამ ექიმები ზოგიერთ მათგანზე, ადამიანის ორგანიზმზე საზიანო ქმედების გამო, თავის შეკავებას ურჩევენ. ცხოველების ზრდის დასაჩქარებლად ამჟამად უპირატესობას ანიჭებენ ჰორმონალურ სტიმულატორებს, როგორიცაა სომატროპიული, უკონკურენტო სტიმულიატორები, რომლებიც ორგანიზმში არ გროვდებიან და ძალიან სწრაფად იშლებიან პეპტიდებად და ამინომჟავებად, ხოლო შემდგომ მათ იოლად ითვისებს ცხოველის ორგანიზმი.

მერაბ ებანოიძე.

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“