აგროსიახლეები

2023 წლის II კვარტალში კვერცხის და ხორცის წარმოება შემცირდა, რძის კი _ გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2023 წლის მეორე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, კვერცხისა და ხორცის წარმოება შემცირდა, რძის კი, გაიზარდა. 
წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 206.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია.

რაც შეეხება ხორცის წარმოებას, 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.2%-ით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 161.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3 პროცენტით ნაკლებია.

,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, რა რაოდენობის ცოცხალი პირუტყვი და ფრინველი იყიდა და გაყიდა 2023 წლის II კვარტალში და 2022 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში საქართველომ.

ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი 2022-2023 წლებში

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი 2023 წლის II კვარტალში 44.8 ათას სულს შეადგენდა,რაც 19.2 ათასით მეტია, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე, როცა ექსპორტმა 25.6 ათასი სული შეადგინა.
  • ღორი – 2022 წელს საქართველოდან 0.3 ათასი სულის ექსპორტი განხორციელდა, 2023 წელს კი, 0.1 ათასი სულის.
  • ფრინველი – 2022 წელს 3 358.9 ათასი ფრთა. 2023 წელს 3 937.7 ფრთა.

ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის იმპორტი 2022-2023 წლებში

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 2022 წლის II კვარტალში 1.1 ათასი სული. 2023 წელს 3.5 ათასი სული.
  • ღორი – 2022 წლის II კვარტალში 23.3 ათასი სული. 2023 წლის II კვარტალში 36 ათასი სული.
  • ფრინველი – 2022 წლის II კვარტალში 1 219.8 ათასი ფრთა. 2023 წლის II კვარტალში ათასი ფრთა.