აგროპერლიტის გამოყენების უპირატესობანი
რა არის საჭირო მცენარის ნორმალური ზრდისთვის, როდესაც საქმე ეხება ეკოლოგიურად სუფთა მოსავალს? რა თქმა უნდა: წყალი, ჰაერი, სარეველების არქონა, საკვები ნივთიერებები და სტაბილური ტემპერატურული გარემო.
წყალი
1. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ბევრი, მაგრამ უნდა იყოს ყოველთვის საკმარისი, რომელიც კარგად უნდა შეიწოვებოდეს ჯერ ნიადაგის და შემდეგ ფესვების მიერ. მაგრამ ხშირი მორწყვის პრობლემა ყოველთვის მწვავე იყო, რადგანაც წყლის აორთქლების გამო, ნიადაგის ზედა ფენაზე წარმოიქმნება არასასურველი ქერქი. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია აგროპერლიტით. აგროპერლიტი წყლის შემკავებლობის საკითხში უბრალოდ შეუცვლელია, მისი გამოყენება უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე მინერალური ბამბა ან პენოპოლისტიროლი (სტიროფონი). აფუებული პერლიტის ნაწილაკები წყლის რეზერვუარებს ქმნიან. მორწყვის დროს მისი ნაწილაკები ინტენსიურად შეიწოვენ თავისი მასის 400%-მდე წყალს. გარდა ამისა, პერლიტი მარტივად გადასცემს წყალს თავისივე მომცრო ზომის ნაწილაკებს. ამ სუბსტრატით გაჯერებული ნიადაგის შრე უფრო თანაბრად ტენიანდება. წყალი მხოლოდ მცენარეთა ფესვებს მიეწოდება. ნიადაგის ზედა შრე მზეზე შედარებით შრება, მაგრამ არ წარმოქმნის ქერქის ფენას. აგროპერლიტი არასასურველი შრეებიდან იწოვს წყალს და ამარაგებს ზედა ფესვებს. თეთრ პერლიტს აქვს შესანიშნავი ამრეკლავი მახასიათებლები ზედა ფენებისთვის და შეუძლია აირეკლოს მზის სითბოსა და სინათლის ენერგია ფოთლების ქვედა ნაწილში, ასევე არ დაუშვებს ნიადაგის გადახურებას.
ჰაერი (ჟანგბადი)
2. მცენარეს ჟანგბადი ძირითადად ფესვებიდან მიეწოდება. ჟანგბადისთვის შეუღწევადი ნიადაგი მცენარეს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ასეთ მკვრივ ნიადაგებში ფესვთა სისტემაც ძალიან ცუდად ვითარდება. აფუებული პერლიტის (აგროპერლიტის) გამოყენება ნიადაგს ფხვიერსა და ჰაერშეღწევადს ქმნის.
სარეველები
3. აგროპერლიტის გამოყენება ხელს უშლის სარეველების წარმოშობას. იმის გამო, რომ აგროპერლიტი მიიღება 1100-1150 C ტემპერატურაზე აფუებისას, შეუძლებელია მასში იყოს სარეველას თესლები ან მავნე მწერები.
საკვები ნივთიერებები
4. როგორი სახითაც არ უნდა შედიოდეს მკვებავი ნივთიერებები ნიადაგში, მცენარეს ისინი მხოლოდ ფესვებით მიეწოდება წყალხსნარების სახით. წყლის მიგრაციის პროცესები ნიადაგის სუბსტრატებში, რომლებიც შეიცავენ აგროპერლიტს, ხორციელდება ისე, რომ ეს ნუტრიენტები (მკვებავი ნივთიერებები) ყოველთვის მიაღწევენ მცენარის ფესვებამდე. ამასთან, მათი დაგროვება (აკუმულირება) ხდება სწორედ აგროპერლიტის ნაწილაკებში.
სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი
5. მცენარის ზრდისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი. ფესვების შრეში ოპტიმალური ტემპერატურა ინარჩუნებს ბალანსს სითბოს გადაცემის წყალობით, რომელიც ხორციელდება ტენიანობის მიგრაციით. გარდა ამისა, ნიადაგის თერმული გამტარობა პირდაპირ დამოკიდებულია სიმჭიდროვეზე. ენერგია ცუდად გადაიცემა ისეთ გარემოში, სადაც დაბალი სიმჭიდროვეა. ამიტომაც უფრო ნელა ცივდება და ცხელდება ნიადაგი. აგროპერლიტის გამოყენებისას მცენარის ფესვები დაცულია გაყინვისა და გადახურებისგან.
წყარო: ფარავანპერლიტი