მეფუტკრეობა

თაფლის არყის დამზადება

თაფლი არ დუღს, არ მჟავდება-ყველამ ვიცით, მაგრამ ეს მაშინ, როცა დაცულია შენახვის პირობები. თუ თაფლს ჰაერთან შეხება აქვს, ის შთანთქავს წყალს, თხელდება და სიტკბოც მალე სიმწარით იცვლება. ე.ი. ჰერმეტულობა აუცილებელი პირობაა. მეორე რაზეც ყურადღებაა მისაქცევი-ტემპერატურაა: 5-10 °C.

თაფლი როგორ შევინახოთ,  რომ არ ამჟავდეს ვიცით, ეხლა ვეცდები თაფლის, არყად გარდაქმნის (სწორად ამჟავების) ეტაპების განხილვას.

თაფლი შედგება ძირითადად შაქრისაგან, რომელიც საფუარის (дрожжи спиртовые) მეშვეობით სპირტული დუღილის შემდეგ ალკოჰოლად გარდაიქმნება.

ჩვენი მიზანია: სპირტული დუღილის წამოწყება და ხელის შეწყობაა.

არაყის დასამზადებლად ძირითადად ანათალის გამონარეცხი, თაფლიანი წყალი გამოიყენება.

საქმეში მიდის: დაშაქრული, რაიმე მიზეზით დაწუნებული თაფლი, დაწუნებული ჩარჩოები ….

არ დამნანებია არაყად მოსადუღებლად: მცენარეული მანანა და ოქროს წკეპლას თაფლები.
მეფუტკრე საფუტკრეში ყოველთვის მოძებნის თაფლის არაყისთვის ნედლეულს, თუ მოინდომა)).

არაყის გამოსავლიანობა ყველა თაფლს განსხვავებული აქვს. საშუალოდ 1 ლიტრი თაფლიდან ერთი ლიტრი 40 გრადუსიანი არაყი უნდა გამოვიდეს (საშუალოდ).

თაფლის წყალხსნარი, 20%-თან ახლოს უნდა იყოს. 20% თაფლის შაქარს უნდა შეიცავდეს. 25%-ზე ზევით შაქარი გადაუმუშავებელი დარჩება.

გასათვალისწინებელია, რომ 1 კილოგრამი თაფლი-მიახლოებით 800 გრამ შაქარს და 200 გრამ წყალს შეიცავს.  ხოლო 1 ლიტრა თაფლი, მიახლოებით 1,4 კილოგრამია.

ერთი სიტყვით: 10 კილოგრამ თაფლს მინიმუმ 2 ფუთი-32 ლიტრა წყალი უნდა, ჯობია 38-40 ლიტრა წყალი .

პირველ რიგში უნდა მივიღოთ თაფლის ღვინო, მისი სიმაგრე მიახლოებით 10 გრადუსი იქნება, შემდეგ თაფლის ღვინოსაგან გამოვხდით არაყს.

სპირტული დუღილის დაწყებას გაზის გამოყოფით მივხვდებით, ნელ-ნელა  გაზი ქაფს აგროვებს სითხის ზედაპირზე. ესგაზი ნახშირორჟანგია, რომელიც შაქრის სპირტად გარდაქმნისას გამოიყოფა. პროცესის დროს ასევე სითბო გამოიყოფა.

დუღილის პროცესის პირველ ეტაპზე კარგია მასის დღეში რამდენჯერმე მორევა, შენჯღევა.

თაფლის ღვინო მზადაა მოსადუღებლად, როდესაც მასში ნახშირორჟანგის გამოყოფა შეწყდება.

თაფლის ღვინოს დასადუღებლად 2-3 თვე, შეიძლება მეტიც დასჭირდეს. ასე, რომ ჩვენ საფუარის პრობლემა არ გვაქვს, დღეისათვის ორ ჭურჭელში დუღდება ჩემთან თაფლის ღვინო. არა იმისთვის, რომ არაყი მოვადუღო, უბრალოდ თაფლის ნარჩენს ასე ვიცავთ გაფუჭებისგან და ნელ ნელა საფუარსაც ვკვებავთ და ვამრავლებთ.

გაზაფხულზე და შემოდგომაზე დრო არაა, ზაფხულში ძნელია არყის მოდუღება-სიცხეებია, ზამთარი არაყის მოსადუღებლად გაუჩენია ღმერთს)

ჩვეულებრივ მიღებულია, რომ ანათალს თუ თბილ წყალს დავასხამთ, კიდევ უკეთესი თუ ჭეოიან ჩარჩოს ჩავუმატებთ, სპირტული დუღილი  დაიწყება, აუცილებელი პირობა სითბოა 20-25 °C, არ უნდა დაგვავიწყდეს.

მე ძალიან მცირე მოცულობაზე გირჩევდით ამის გაკეთებეს-დუღილის პროცესის წამოწყებას. როგორც კი დუღილი შეუქცევად, ძლიერ ფაზაში გადავა, შეგვიძლია მოცულობა ორჯერ სამჯერ გავზარდოთ….და ასე, სანამ სრულად არ გავხარჯავთ თაფლს, რომელიც არაყად გვინდა მოვადუღოთ.

დუღილის პროცესის ხანგრძლივობა  დამოკიდებულია ტემპერატურაზე- 20-25 °C  და ჭეოს რაოდენობაზე.

ჭეო, თვითონაც შეიცავს საფუარის სოკოს, მაგრამ მთავარია ის, რომ ამ სოკოს გამრავლება განვითარებისთვის აუცილებელ გარემოს ქმნის.

თუ ვერ მივაღწიეთ სპირტულ დუღილს, შეიძლება ღვინის ნალექის-თხლეს, ან კიდევ დაჭყლეტილი ხილის, ყურძენის გამოყენება.

ქარხნული საფუარებიდან: პურის, ლუდის, ღვინის-ყველას უკანასკნელი აჯობებს – ღვინის საფუარი. არაყი გამოვა, რაოდენობაც ნორმალური იქნება, ხარისხი ვერ იქნება მთლად იდეალური.

ჭურჭელს, რომელშიც სპირტული დუღილი მიმდინარეობს გერმეტულად არ დავხუროთ.

წყარო: TAPLI.GE