ამერიკული ინოვაცია _ ვაშლის ბაღის გაშენება შპალერებზე ვენახის პრინციპით
ვაშლის მწარმოებლები ვაშინგტონიდან ხეხილის ხეების გაშენების და ხილის წარმოების ინოვაციურ მეთოდს იყენებენ. ვაშლი იზრდება სპეციალურად მოწყობილ, ვენახის მსგავს შპალერებზე.
ვაშლის დარგვის ეს სისტემა, რომლის მიხედვითაც ხეები განლაგებულია ორ რიგად, ქმნიან ლათინური V-ს მსგავს კორომებს. ბაღი გაშენებულია შპალერული სისტემით, ბადეზე.
მთავარი ტოტები განლაგებულია გაჭიმული მავთულების გასწვრივ, სანაყოფე ტოტები კი აკრულია ბადეზე, რაც ერთგვარ „კედელს“ ქმნის.
რეი ჰორვუდი Auvil Fruit-ის ვაშლის პლანტაციის აგრონომი, რომელიც დიდი ხანია ამ მეთოდით გაშენებულ ბაღს უვლის, სამ მიზეზს ასახელებს, რის გამოც მან ამ მეთოდის დანერგვა გადაწყვიტა .
პირველი _ ხე ნაკლებად იტვირთება ნაყოფის სიმძიმით, რადგან ტოტები აკრულია ბადეზე და ის გამონთავისუფლებული მიემართება ნაყოფის ფორმირებაზე, რაც მას სასაქონლო სახესა და გემოს უუმჯობესებს.
„ჩვენი მეთოდი“ აუმჯობესებს ნაყოფის ფორმირებას და მომწიფების პროცესს აჩქარებს.
მეორე მიზეზი რატომაც ამ მეთოდს ვირჩევთ არის ის, რომ ხეების ამგვარი ფორმირება ხელს უწყობს მზის სხივების მცენარის გარე და შიდა ტოტებზე თანაბრად გადანაწილებას, აუმჯობესებს მცენარის აერაციას, ნაყოფის საგემოვნო თვისების სრულად გამოვლენას და საშუალებას აძლევს მას ტრადიციული ბაღის ნაყოფთან შედარებით სწრაფად და სრულფასოვნად ჩამოყალიბდეს.
მესამეც _ სისტემა აიოლებს ბაღის მონიტორინგს, მოვლას, ხილის კრეფას მაშინ, როცა ნაყოფი მომწიფების იდეალურ ფაზაშია, ასევე ტრადიციულ ბაღთან შედარებით მოსავლის აღებაც მარტივდება.
ვაშინგტონელი მებაღის თქმით, ბევრს ჰგონია, ამ სახით ბაღის გაშენება ძალიან ძვირია, მაგრამ ასე სულაც არ არის.
კომპანია Auvil Fruit-ის ამ სისტემით ვაშლის ბაღი 2000 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
კომპანია ასეთივე სისტემით 300 ჰექტარზე გაშენებულ ალუბლის ბაღში წლებია კარგ მოსავალს იღებს.
წყარო: sadyogrody.pl