ჩხოროწყუში მეგრული თხის და ძროხის ფერმები გაკეთდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიანში, მეგრული თხის სანაშენე ფერმა გაკეთდება. ჩხოროწყუს საკრებულოში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ფერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის ინიციატივით მოეწყობა.
„სოფლის მეურნეობის კვლევითმა ცენტრმა უკვე განახორციელა ერთი პროექტი, სოფელ მუხურში მეფუტკრეობის ბაზა. შემდეგი პროექტი მეგრული თხის გენოფონდის შენარჩუენების და გამრავლების მიზნით სანაშენე ფერმის მოწყობა იქნება, რასაც მალევე მეგრული, კვარცხელიას ჯიშის ძროხის სანაშენე ფერმა დაემატება, სადაც მეგრული წითელი ენდემური ძროხის გენოფონდის გამორჩევა და გამრავლება მოხდება. პროექტი უკვე გამზადებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება განხორციელება.
პირველ ეტაპზე თხის სანაშენე ფერმაში 10 ნევზის და ერთი ბოტის შერჩევა და გამრავლება იგეგმება“ _ აცხადებენ ჩხოროწყუს საკრებულოში.
წყარო: livepress.ge