მოცვის მოვლა-მოყვანა, აგროტექოლოგიური ღონისძიებების განრიგი
შესავალი მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ნახევრად ბუჩქოვანი ან ბუჩქნარი კენკროვანი კუტურაა. მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქრებს (გლუკოზა, ფრუქტოზა), კატეხინებს, პექტინებს, მთრიმლავ ნივთიერებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავეებს, ფლავიონიდებს, ასკორბინის მჟავას, B,C,D ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნაერთებს.
მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია,იჭმევა ნედლად და ამზადებენ მურაბებს. აქვს სამკურნალო დანიშნულება, კერძოდ ცოცხალი ნაყოფი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას,ამახვილებს მხედველობას, აცხრობს რევმატიზმს და სხვადასხვადა ანთებით პროცესებს. ნაყოფისა და ფოთლის ნაყენი კი გამოიყენება დიაბეტის, შარდკენჭოვანი პათოლოგიის, თვალების ანთებითი პროცესების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
გავრცელებული სახეობები და ჯიშები
საქართველოში გავრცელებულია მოცვის ოთხი სახეობა:მთის, ლურჯი, წითელი და კავკასიური მოცვი. მსოფლიოში გაკულტივირებული ჯიშებიდან ყველაზე მეტი გავრცელება ჰპოვა ლურჯი მოცვის სახეობამ. მისი ნერგების გამოყვანა-გამრავლება ხდება უჯრედის კულტურის წესით (სინჯარაში) ლაბორატორიულ პირობებში. ამ მეთოდით მიღებული ლურჯი მოცვის ჯიში საკმაოდ მომთხოვნია გარემო პირობებზე.
მსოფლიოში დღეისათვის კულტივირებული და გავრცელებულია ლურჯი მოცვის შემდეგი ჯიშები: ბლუკროპი, ლეგასი, ბერკლი, პატრიოტი, ბრიჯიდა, დიუკი, სანრაისი, სპარტანი, ტორო, ელიზაბეტ, ერლი ბლუ, ბლუგოლდი, მისტი, ჩანდლერი, შანტეკლერი, ონილი, რეკა. აღნიშნული ჯიშების ძირითადი აგრობიო-ლოგიური მაჩვენებლები ლიტერატურული მონაცემებით წარმოდგენილია ქვემოთ მოცემელ ცხრილში. ამ მახასიათებლებითა და სხვა დამატებითი ნიშანთვისებების მიხედვით ჩვენს პირობებისათვის შერჩეული და რეკომენდირებულია ორი ჯიში: ლეგასი და ბლუკროპი.
მოცვის ბაღის გაშენება
მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის და მაღალი მოსავლის მისაღებად ნიადაგის მჟავიანობა pH უნდა იყოს 4,0-5,0, ნაკვეთი კარგად დრენაჟირებული, გაფხვიერებული, განათებული და ტენით უზრუნველყოფილი. ამიტომ მისი კულტივირება საკმაოდ წარმატებით შეიძლება დასავლეთ საქართველოს შავი ზრვისპირეთის რეგიონებში ადრე არსებული ჩაის პლანტაციების ნამყოფ ფართობებზე.
პლანტაციის გაშენებამდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთის სწორად შერჩევას და მის მომზადებას .
გაშენებამდე 1 წლით ადრე ნიადაგი უნდა მოიხვნას 40-50 სმ-ის სიღრმეზე. შემდეგ ჯვარედინალურად გადაიხვნას 30-35 სმ-ის სიღრმეზე, დაიფარცხოს და დაიგეგმოს. ლურჯი მოცვის გაშენება, როგორც წესი ხდება ბაზო-კვლევის (სფერული) სისტემით.
მოცვის დარგვისას რიგთაშორისებში დაშორების მანძილი უნდა იყოს 3-3,2 მ. ხოლო რიგებში მცენარეთა შორის დაშორება 0,9-1,2 მ. ასეთი კვების არის გათვალისწინებით ერთ ჰა-ზე საჭიროა 2800-3300 ძირი ნერგი.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მოცვის კულტურისათვის ნიადაგის ოპტიმალური მჟავიანობა არის PH 4,0 – 5,0, მაგრამ თუ ნიადაგის არის რეაქცია PH 5,0 – 5,5 ფარგლებშია მაშინ ნიადაგის მჟავიანობის შემცირება შეიძლება ფიზიოლოგიურად მჟავე მინერალური სასუქების (ამონიუმის სულფატი, სუპერფოსფატი, ორმაგი სუპერფოს-ფატი, კალიუმის სულფატი) გამოყენებით. თუ ნიადაგის მჟავიანობა უტოლდება PH 5,5 – 6,5 მაშინ ნიადაგში შეაქვთ გოგირდის ფხვნილი 10-15 გრ. 1 კვადრატულ მეტრზე. გაზაფხულზე და შემოდგომით დარგვის წინ რწყავენ გოგირდმჟავას ხსნარით (30 მლ აკუმლატორის მჟავა 10 ლიტრ წყალში); სუფრის ძმრის ხსნარით (100 მლ — 10 ლიტრ წყალში).
ნერგების დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აუცილებებლია მიწის ზედა ფენაში შეტანილი იქნეს წინასწარ მომზადებული ორგანული სუბსტრაქტი, ნახერხის (სასურველია წიწვოვანი მცენარის), გადამწვარი ნაკელისა და ტორფკომპოსტის ნარევით.
ნერგების დარგვისას მცენარის ფესვთა სისტემა მთლიანად უნდა მოთავსდეს ნიადაგში, მოიტკეპნოს და მოირწყას. სასურველია მულჩირება და წვეთობრივი მორწყვის სისტემის მოწყობაც. მულჩირება ხდება მცენარის გარდი-გარდმო 60 სმ-ის გასწვრივ.
2. მოცვის ბაღის მოვლა
მულჩირება საგრძნობლად უწყობს ხელს მცენარის ზრდაგანვითარებას, იცავს მას სარეველებისაგან და გადახურებისაგან, ინარჩუნებს ტენს და ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნოვთიერებებით. მულჩირებისათვის ასევე იყენებენ არაორგანული წარმომავლობის სამულჩე მასალებსაც (მულჩიფირი და სხვა.).
მოვლა-პატრონობა ასეთნაირად გაშენებულ მოცვის პლანტაციებში პირველ სამ წელიწადს მცენარის გამოკვება ხდება წინასწარ მომზადებული მინერალ;ური სასუქების ნაზავით. ნაზავის თანაფარდობა სემდეგნაირია: ამონიუმის სულფატი 90 გრ, სუპერფოსფატი 110 გრ, და კალიუმის სულფატი 40 გრ.
ასეთნაირად მომზადებული ნაზავი შეაქვთ ნერგის ირგვლივ შემდეგი ოდენობით: ერთ წლიან ბუჩქზე ერთი სუფრის კოვზი, ორ წლიანზე ორი სუფრის კოვზი, სამ წლიანზე სამი სუფრის კოვზი, ოთხ წლიანზე ოთხი სუფრის კოვზი, ხუთ წლიანზე რვა სუფრის კოვზი, ექვსწლიანზე და მეტი ასაკის ბუჩქზე კი თექვსმეტი სუფრის კოვზი. ერთი სუფრის კოვზის ასეთის ნაზავის წონა შეადგენს 10 გრ-ს.
ვეგეტაციის პერიოდში გამოკვება ასეთი ნაზავით ხდება ორ ჯერადად, ადრე გაზაფხულზე მცენარის მასიური ყვავილობისას და ნაყოფის გამონასკვის სემდეგ. სასუქის მიღების სემდეგ სასურველია მცენარე მოირწყას. თუ პალანტაციაში წვეთობრივი მორწყვის სისტემა მოქმედებს, ამ ნაზავის მცენარესათვის მიწოდება შეიძლება მორწყვასთან ერთად.
მოცვის ნერგების გამოკვება შესაძლებელია ფხვიერი გრანულირებული მინერალური სასუქებითაც: რთული ან კომპლექსური მინერალური სასუქი ფროლოვიტი, პირველ წელს ერთ ნერგზე შეიძლება მივცეთ 20 გრ. ერთ კვ. მეტრზე წელიწადში სამჯერ ანუ ვეგეტაციის პერიოდში სულ 60 გრ, შემდგომ წლებში კი 30-35 გრ, სამჯერ წელიწადში ანუ სულ 100 გრ. „სოლონური“ უნდა შევიტანოთ პირველ წლებში ერთ კვ. მეტრზე 10 გრ. წელიწადში სამჯერ ანუ 30 გრ. შემდგომ წლებში შეტანის დოზა იზრდება 15-17 გრამამდე.
პირევლი გამოკვება ტარდება აპრილის შუა რიცხვებში ანუ მასიური ყვავილობის დროს, მეორე და მესამე კი ყოველი მეოთხე კვირის ბოლოს. სასუქების შეტანა პირველ სამ წელიწადს მაინც უნდა მოვახდინოთ 15 ივლისამდე, რათა ბუჩქის განტოტვილმა ნაზარდებმა მოასწროს გამერქნება. მოცვის ბუჩქის ირგვლივ ნიადაგის დამუშავება დაუშვებელია 2-3 სმ-ის სიღრმეზე მეტად, რათა ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს. ახალ მოზარდ ბუჩქს რეგულარულად სხლავენ, ხოლო მესამე წლიდან ნაკლები ინტენსივობით.
სრულ მსხმოიარობაში შესულ ბუჩქებს სხლავენ ისეთნაირად, რომ ბუჩქზე მივიღოთ თანაბრად განაწილებული საყვავილე ყლორტები. ამისათვის ბუჩქს აცლიან დაბალ და სუსტ ნაზარდებს, ასევე დაავადებულ და ფიზიკურად დაზიანებულ ტოტებს. ტოტები, რომლებიც წლების განმავლობაში მსხმოიარობს უტარდებათ პინცირება იმ გაანგარიშებით, რომ თითოეულ ასეთ ტოტზე დარჩეს 4-6 საყვავილე კვირტი. ბუჩქებზე ასეთ ტოტებს იყენებენ 4-6 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ხდება მათი ჩანაცვლება ახალი მოზარდი ტოტებით. მოცვი სრულ მსხმოიარობას აღწევს 6-10 წლის ასაკში.
3. მავნებელ – დაავადებებ თან ბრძოლის ღონისძიებანი
როგორც ბევრი სხვა კენკროვანი მცენარე მოცვის კულტურაც ხშირად დაავადებების გავრცელების ობიექტი ხდება. მასზე ხშირად შეიძლება გავრცელდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მონილიოზური სიდამპლე, ყლორტების ფომოფსისური ჭკნობა, ნაცრისფერი სიდამპლე, შტამბის კიბო და ყლორტის წვეროების ხმობა. წვიმიან და ნესტიან პირობებში კიდევ შესაძლებელია განვითარდეს ნაცრისფერი ობი.
ყველა ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად მცენერეების შესხურება ხდება ისეთი ფუნგიციდებით, როგორიცაა ტოფსინი, უპარენი, სპილენძის ქლორჟანგი, კუპროზანი და სხვა. მავნებელტაგან მოცვის ბუჩქებს აზიანებს აბრეშუმმხვევია, ფოთოლმხვევები, ბუგრი, ფარიანები და მაისის ხოჭოს მატლები. მათ წინააღმდეგ გამოიყენება ყველა ხელთარსებული ინექტიციდი იმ დოზითა და ჯერადობით, როგორც ეს აგროღონისძიებითა და რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული.
4. მოსავლის აღება
მოსავლის აღების დაბინავება დამოკიდებულია ჯიშზე. როგორც წესი მისი არება იწყება ივნისი შუა რიცხვებიდან და გრძელდება ივლის-აგვისტოში. მოსასვალს იღებენ ხელით მაკრატლის გამოყენებით. სრულ მსხმოიარობაში შესული ერთი ბუჩქი ლურჯი მოცვისაგან შეიძლება მივიღოთ 5-6 კგ. ნაყოფი.
Project name: Development of horticulture in Kakheti Region of Georgia პროექტი: მეხილეობის განვითარება კახეთის რეგიონში.