კაკლის ქლოროზი
ქლოროზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მცენარეთა ფოთოლში ქლოროფილის წარმოქმნის მექანიზმის დარღვევით ვლინდება.
ქლოროზის დროს ფოთოლი ყვითლდება, მაგრამ ძარღვები მწვანედ რჩება.
ეს დაავადება თავს მაშინ იჩენს, როდესაც მცენარეში მინიმუმამდე მცირდება რკინის შემცველობა, როდესაც ნიადაგში რკინის ნაკლებობაა, ან მცენარეში ხდება ცვლილება, რაც იწვევს რკინის ათვისების უნარის დაკარგვას.
ამის გამოსწორება რკინის შემცველი პრეპარატების გამოყენებით შესაძლებელია.
ქლოროზის ნიშნები
ახალგაზრდა ფოთლების სიყვითლე, ფოთლის ზომების შემცირება, ფოთლის კიდის დახვევა, ნაადრევი ფოთოლცვენა, ყვავილის და კოკრების ფორმის შეცვლა და ცვენა, ფესვთა სისტემის ზრდის შეფერხება ან კვდომა, ტოტების წვერების და ზედა ტოტების ხმობა.
ამ პათოლოგიური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა, ანალიზის გაჩატარება და სპეციალისტის რეკომენდაციით რკინისშემცველი თუ სხვა პრეპარატებით შერჩეული პროცედურის ჩატარება.