აგროსიახლეები

კვლევა: ვაშლის ნაყოფი ძირითადად ღამით იზრდება​

ხეხილის ნაყოფი, როგორც ცნობილია, უმეტეს შემთხვევაში დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში ზრდას ანელებს. 

ამ თემაზე  შვეიცარიის სოფლის მეურნეობის კვლევების ინსტიტუტმა საინტერესო კვლევა ჩაატარა. ინსტიტუტში შეიქმნა სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ხილის ზრდას ადევნებს თვალყურს.   

ხელსაწყოს დახმარებით, რომელიც განთავსებულია უშუალოდ ხეზე მეცნიერები დისტანციურად აკვირდებიან როდის როგორი ინტენსივობით იზრდება მოცულობაში ნაყოფი. ამ ტექნოლოგიის დახმარებით მეცნიერებს შეუძლიათ 0,1 მილიმეტრის სიზუსტით დააკვირდნენ ნაყოფის ზრდის დინამიკას. ხელსაწყოს ასევე შეუძლია ნაყოფში წყლის ბალანსიც აკონტროლოს, გამოითვალოს როგორ აქტიურად იღებს მცენარე ნიადაგიდან საკვებ ნივთიერებებს, რომელი ელემენტის ნაკლებობას განიცდის, როგორი ხელსაყრელი კლიმატური პირობებია მცენარისთვის მოცემულ მომენტში და სხვა.

სატესტო კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე ცხელ დღეებში, უმეტეს შემთხვევაში, ნაყოფის ზრდა ფერხდება. ზოგიერთი ჯიშის ვაშლის ნაყოფი მოცულობაში მცირდება კიდეც. ძირითადად ნაყოფს კი აქვს მოცულობაში ზრდის და შემცირების ფაზები. მაგალითად ვაშლი დღის განმავლობაში მოცულობაში იკლებს, ხოლო ღამით _ იზრდება.  

პომიდორს, რომელიც სათბურში იზრდება, ფაზები ეცვლება, ზოგჯერ სხვაობა საკმაოდ არსებითია. ზრდის ფაზა ეწყება დილით და სრულდება სადილის შემდეგ. როგორც დაკვირვებამ ცხადყო, ამ პერიოდში პომიდორი მოცულობაში მნიშვნელოვნად მატულობს. პამიდორი მომდევნო დილასაც აგრძელებენ ზრდას და განვითარების ერთ დონეზე არ ჩერდებიან.

ეს ტექნოლოგია ფერმერებს დაეხმარება მორწყვის და სასუქის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების სწორად განსაზღვრაში.