აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

რა შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი საქართველოში ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან?

კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია საქონლის ხარისხის, სეზონურობის (წარმოების დრო) და გაყიდვების ბაზრების შესაბამის კატეგორიებად განაწილება.

მოდით ეს საკითხი ცალ-ცალკე განვიხილავთ:

ხარისხი

ხარისხის მიხედვით მსოფლიოში საქონლის შემდეგი კატეგორიები გამოირჩევა:

1. GGAP – კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა:

_  გულისხმობს მცენარეთა დამცავი ქიმიური საშუალებების გამოყენების კონტროლს (მაქსიმალური დასაშვები ნორმებით) და ქიმიური მინერალური სასუქების გამოყენების სტანდარტების დაცვას. ასეთ პროდუქტს, უწოდებენ ეკოლოგიურად სუფთა უსაფრთხო პროდუქტებს.

2. გაუმჯობესებული ხარისხის მქონე პროდუქტები:

_  ეს ის პროდუქტია, რომლის წარმოებაში დაშვებულ ნორმებთან შედარებით ნაკლები ქიმიური საშუალებები მციერე დოზებითაა გამოყენებული. ეს შესაძლებელია ორგანულ წარმოებაზე  გადასვლის, ან ჰიბრიდული დამუშავების (ქიმიური და ორგანული ერთად) დროსაც, როცა საბოლოო მიზანი ორივე შემთხვევაში ორგანულ წარმოებაზე გადასვლაა.

3. ორგანული პროდუქტები:

_ ორგანული პროდუქტია ის, როდესაც ქიმიური სინთეზით მიღებული მცენარეთა დაცვის საშუალებები და სასუქები მთლიანად ამოღებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებიდან.

ორგანულ პროდუქტზე მოთხოვნა (ახალი კორონავირუსისგაბ გამოჯანმრთელების შემდეგ მსოფლიოში ჯანსაღ საკვებზე კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნილება) ისე სწრაფად იზრდება და GGAP-ის სტანდარტით წარმოებული სურსათთან შედარებით, ასეთი პროდუქტის ფასი  2-3, და შესაძლოა მეტჯერაც, განსხვავებულია.

სეზონურობა

_ სეზონურობა როგორც წესი, ზამთრის პერიოდს ითვალისწინებს, როცა ბაზარზე პროდუქციის ნაკლებობაა, ფასები იზრდება. ეს დრო მიმზიდველია როგორც მწარმოებლებისთვის, ისე შიდა ბაზარზე მოვაჭრეების და  ექსპორტისთვისაც.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ამ სახის საექსპორტო (გარდა მწვანილისა) პროდუქტი, რომელიც შიდა თუ გარე ბაზარს შეიძლება შევთვაზოთ. თუმცა საქართველოში არსებობს უწყვეტი ციკლით, მთელი წლის განმავლობაში საექსპორტო და შიდა ბაზრისათვის განკუთვნილი პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალი, რისი გამოყენებაც აქტიურად და ეფექტიანად შეიძლება. ამის მაგალითია ცივი კულტურები, რომელთა წარმოება ზამთარში ღია გრუნტზე შეიძლება.

სეზონის სხვა დროს, მაგალითად ზაფხულში ქართველმა ფერმერმა ბევრი ფაქტორის გამო, ძნელია მეზობელი ქვეყნების მსგავსი პროდუქციის მწარმოებლებს გაუწიოს კონკურენცია, მაგრამ ზამთრის პერიოდში და ადრე გაზაფხულზე ჩვენს ფერმერს საშუალება აქვს ბაზარს  ისეთი პროდუქცია მიაწოდოს, რომლის წარმოება ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებს ამ პერიოდში ფიზიკურად არ შეუძლიათ.

ეს საშუალებას აძლევს ჩვენს ფერმერს გონივრულად გამოიყენოს მის ხელთ არსებული სეზონურობის უპირატესობა და დამატებით შემოსავლის მიღების შესაძლებლობა შეიქმნას.

გასაღების ბაზრები
შიდა ბაზარი

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა დიდი არ არის, ჩვენი ქვეყნის აგრარული დარგისთვის 3-4 მილიონი ადამიანის გამოკვების ვალდებულების აღება სერიოზული საქმე არ არის, თუმც ჩვენი სოფლის მეურნეობა დღეს ამ  ამოცანასაც ვერ ართმევს თავს.

ამის მიუხედავად, ფერმერებისთვის შიდა ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი ამოცანაა შიდა ბაზრის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაა, ხოლო შემდეგი ამოცანა ჭარბი პროდუქტების უცხოეთის ბაზარზე გასატანად მომზადებაა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადგილობრივი თუ საექსპორტო ბაზრისთვის პროდუქცია უნდა იწარმოებოდეს შეთანხმებული გეგმის მიხედვით, რათა ჭარბწარმოების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

საგარეო ბაზარი

ჩვენი პროდუქციის პოტენციურ ბაზრებს აუცილებელია ყოველი კონკრეტული ბაზრის თავისებურების მიხედვით მივუდგეთ, იმის გათვალისწინებით თუ როგორი ტრადიციებია ამ ქვეყანაში, რაზე და როგორ პროდუქტზეა მოთხოვნა.

ასეთი მიდგომით ჩვენ შევძლებთ, შევქმნათ პირობა ყოველი კონკრეტულ ქვეყანაზე მორგებული საექსპორტო პროდუქციის საწარმოებლად.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

დავიწყოთ გურიის, სამეგრელოს და იმერეთის დაბლობებიდან. ამ რეგიონების გამორჩეული თვისება მაღალი ფარდობითი ტენიანობა და ზომიერი კლიმატია, რაც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობის  _ ზამთრის სეზონზე ცივი კულტურების, ხოლო  ზაფხულში ბოსტნეული წარმოების საშუალებას გვაძლევს.

ამ ეტაპზე, მაგალითად, განვიხილოთ სამ კულტურა: ბროკოლი, მწვანე სალათის ფოთოლი და წიწაკა.

ამ კულტურებიდან, რა რაოდენობის პროდუქციის მიღება შეგვიძლია ერთ ჰექტარზე მთელი წლის განმავლობაში თუ ჯერ ვრგავთ, მოგვყავს ბროკოლი, შემდეგ _ წიწაკა და ბოლოს სალათის ფოთოლი:

_ 30-35 ტონა ჰა ბროკოლი;

_ 75-80 ტონა წიწაკა;

_ 40 ტონა მწვანე სალათის ფოთოლი.

თუ ამ ერთ ჰექტარზე მოყვანილი, ყოველი ბოსტნეული კულტურების მოსავალს, საშუალოდ ერთ კილოგრამს 1 ლარად გავყიდით, მაშინ  ერთი ჰექტრიდან წელიწადში მივიღებთ 150,000 ლარს. თანაც, ეს იქნება პროდუქცია,  რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხო პროდუქტის მიმართ არსებულ საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს.

პროდუქტის უფრო მაღალ ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე თუ დავიწყებთ მუშაობას, შევამცირებთ გამოყენებულ ქიმიური საშუალებების ნორმებს, ან სულაც უარს ვიტყვით მის გამოყენებაზე, მივიღებთ ორგანულ პროდუქტებს, რომელის ფასი შეიძლება გაორმაგდეს, რაც ჰექტარზე 150 000 ლარი კი აღარ იქნება, არამედ _ 300,000 ლარი და ეს წარმოება ჩვენი კლიმატური პირობების წყალობით ხდება ღია გრუნტზე, ზამთარში ყოველგვარი გათბობის და დამატებითი ხარჯების გარეშე.

ეს არის ცოდნის თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ჩვენი მიწისა და კლიმატურ პირობებთან დაკავშირებული შესაძლებლობების მარტივი მაგალითი.

ახლა განვიხილოთ სასათბურე მეურნეობის შესაძლებლობა

მაგალითად, პომიდვრის ჯიში  _ PEMBOLA F1: ვარდისფერი, ნაყოფის წონა 250 გრამი. ჩითილის ღია (надо убрать) გრუნტში გადარგვიდან 2.5 თვის განმავლობაში  იძლევა 5 კგ მოსავალს. ამრიგად, წელიწადში ერთ  სათბურში შეგვიძლია მოვიყვანოთ 4 მოსავალი. თუ ვიანგარიშებთ, რომ 1 მ²-ზე ირგვება 3 მცენარე, შედეგად, ერთ ჰექტარ სათბურიდან​​ წელიწადში მოვიწევთ 600 000 კილოგრამ პომიდვრის მოსავალს.

რაც შეეხება ფასს, სეზონის მიხედვით კილოგრამი პომიდვრის ღირებულება 0,5 თეთრიდან (სეზონის პიკი ზაფხული) 5-7 ლარამდე (ზამთარი) მერყეობს.

ყველა, ვინც დაინტერესდება და ხელს მოჰკიდებს ამ საქმეს, შეუძლია ფასების დინამიკას მთელი წლის განმავლობაში დააკვირდეს და გამოთვალოს, თუ რა შემოსავლის მიღება შეიძლება 1 ჰექტარი სათბურს სწორი ექსპლოატაციის პირობებში.

ამრიგად, საქართველოში არსებობს პროდუქციის წარმოების მრავალი განსხვავებული მაგალითი, მაგრამ ის იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად გაუმჯობესდება კავშირები ფერმერებს, ფერმერულ მეურნეობებს და საცალო ქსელებს შორის, როგორც შიდა ბაზარზე, ისევე მსოფლიო ბაზრების  მსხვილ ტრეიდერებთან.

კომპანია „აგროცენტრი