მთვარის კალენდარი: 2 სექტემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
2 სექტემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. სავსემთვარეობა თევზების ნიშანშია.
ასეთი დღეები ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედებისთვის განაწყობს. ადამიანებში ძლიერდება სენტიმენტური გრძნობები, ემოციურობა, მგრძნობიარობა, ინტუიცია.
თუ სიყვარული ამ დღეს გეწვიათ, მან, შესაძლოა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს. ამ გრძნობის შესანარჩუნებლად კი საჭიროა არა მხოლოდ ემოციები, არამედ სიფხიზლე, რეალობა, ძალა, პატიოსნება, გულწრფელობა და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ. პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ კავშირს განამტკიცებს. ინტუიცია არ დაგაღალატებთ.
ეს ღვთაებრივი სიყვარულის დროა.
არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის ხარჯვა უმნიშვნელო და წვრილმან მოვლენებზე.
თმის შეჭრა, შეღებვა: არცთუ საუკეთესო დროა თმის შეჭრისა და შეღებვისთვის, სჯობს, თავი შეიკავოთ თმის დაბანისგანაც კი.
ასევე არახელსაყრელია ფრჩხილების გაკეთება – შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
მებაღეობა: სავსემთვარეობის დღეს ბაღში მუშაობა არარეკომენდებულია.
წყარო: sputnik-georgia.com