მეღორეობის თავისებურებები, რაც ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ
მეღორეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგია, ის ოდითგან მთელ საქართველოშია გავრცელებული.
მეღორეობის თავისებურება კი სწრაფმწიფადობა, მაკეობის მოკლე ვადებით, უხვნაყოფიერება, სუქების ეკონომიკური ეფექტიანობა.
კვების და შენახვის კარგ პირობებში, 9-10 თვის ასაკში განაყოფიერებისას, ახალგაზრდა ნეზვები სუქებისთვის სრულფასოვან ნაყოფს იძლევიან. ინტენსიური სუქების დროს მოზარდები 5 1/2 თვის ასაკიდან 100 კგ-ს და მეტს იწონიან, რაც მინიმალურ დროში მაქსიმალური პროდუქციის მიღების საშუალებას იძლევა.
ღორებში მაკეობა 114-116 დღე გრძელდება, რაც ყოველი ნეზვიდან მივიღოთ წელიწადში 2, ხოლო ძუძუმწოვრობის პერიოდში განაყოფიერებისას ან გოჭების ადრე ასხლეტის შემთხვევაში 2- 1/2 მოგებას იძლევა.
ამ და სხვა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე უფრო ვრცელ ინფორმაციას მოისმენთ ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს, ვებჟურნალ „agronews.ge“-ს და ტელეკომპანია საფერავი ტვ-ს ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“.
გადაცემა სრულად ნახეთ თანდართულ ბმულზე: