დარგებიმეფუტკრეობა

რუმინეთი 12 000 000 ევროს უხდის მეფუტკრეებს მხარდასაჭერად

რუმინეთის სოფლის მეურნეობის ინვესტიციების სააგენტომ (APIA) მეფუტკრეობის ეროვნული პროგრამის (PNA) ბენეფიციარებს  2021 წლისთვის განკუთვნილი დახმარების გადახდა დაიწყო.

მთავრობის განკარგულებით 2021 წელს რუმინელი მეფუტკრეები  59,215,000 ლეის (თითქმის 12 მილიონი ევრო) მიიღებენ. ამ თანხის 50%-ს მეფუტკრეობის ეროვნულ პროგრამების მხარდასაჭერად ევროკავშირის იხდის.   

ფინანსური დახმარება უკვე სრულად მიიღო 7 083 რეგისტრირებულმა მეფუტკრემ და 14 კანონიერად მოქმედმა ორგანიზაციამ, მეფუტკრეთა გაერთიანებამ.

2021 წელს გაწეული ფინანსური დახმარება შემდეგ სფეროებს მოხმარდება:

მეფუტკრეების და მეფუტკრეობის ორგანიზაციებისთვის ტექნიკური დახმარებას;

მეფუტკრეთათვის კონსულტაციების გაწევას;

მეფუტკრეობის და ფუტკრის პროდუქტების პოპულარიზებას;

სასწავლო კურსების ორგანიზებას;

თაფლის გადასამუშავებელი და შესაფუთი აღჭურვილობის შეძენას.

პარაზიტების და ფუტკრების დაავადებების, განსაკუთრებით ვაროატოზის წინააღმდეგ ბრძოლას,  ვაროატოზის და ნოზემატოზის სამკურნალო მედიკამენტების შეძენას;

სტაციონარული და მომთაბარე მეფუტკრეობის მხარდაჭერას;

ძველი სკების ახლით შეცვლას;

ყვავილის მტვრის, დინდგელის, ყვავილის საშრობი, თაფლის გამათბობელი, ცვილის სადნობი, სკების გამწმენდი ხელსაწყოების შეძენას;

მეფუტკრეებისთვის საჭირო ხელსაწყოების და დამცავი საშუალებების შეძენას;

სატრანსპორტო საშუალებების _  სკების გადასაზიდი მისაბმელების, სკების ჩასატვირთი და ჩამოსატვირთი აგრეგატების შეძენას.

მეფუტკრეთა თაობების მემკვიდრეობის გაგრძელების მხარდაჭერას:

დედების და ფუტკრის ოჯახების შეძენას;

ფუტკრის ოჯახებისთვის მყარი ცილოვანი საკვები პროდუქტების შეძენას;

თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხის უზრუნველსაყოფად ლაბორატორიებში ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ჩატარებას.

მოკლედ დარგში სფერო არ არის მხარდაჭერა და დახმარება რომ  ჰქონდეს. შედეგიც არ აყოვნებს, რუმინელი მეფუტკრეები სულ უფრო აქტიურობენ როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვა ბაზრებზე.

საქართველოს მეფუტკრეობას კარგი შესაძლებლობები აქვს და ანალოგიური დახმარება ჩვენს მეფუტკრეობის განვითარებასაც მისცემდა ბიძგს.

წყარო: agrointel.ro

2