აგროსიახლეები

საფრანგეთში თაფლის წარმოება 8 000 ტონამდე დაეცა

საფრანგეთში თაფლის წარმოება წლიდან წლამდე მცირდება. წლევანდელი მოსავალი ისტორიულ მინიმუმამდეა, მხოლოდ 7 000-დან 8 000 ტონამდე და წინა წლის მოსავლის ნახევარია, აცხადებს საფრანგეთის მეფუტკრეთა ეროვნული გაერთიანება (National Union of French Beekeeping).

ფერმერები მთავარ მიზეზად ცივ და ნესტიან ამინდებს ასახელებენ, რომელიც საფრანგეთის ბევრ რეგიონში მოსავლისას აღებისას დიდ პრობლემად გადაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2014 წელს მეფუტკრეებისთვის კარგი წელი იყო და მოსავალიც მაღალი იყო, რეგიონი მაინც თაფლის წარმოების კლების ტენდენციაშია.

1995 წელს, საფრანგეთმა დაახლოებით 32, 000 ტონა თაფლი აწარმოა; 2019 წელს მოსავალი 10, 000 ტონაზე ნაკლები იყო.

ფუტკრის კოლონიები ძლიერ მცირდება სხვადასხვა მიზეზების გამო. პირველი უარყოფითი ფაქტორი, კლიმატის ცვლილებაა, ბუნებრივ მტერ, მტაცებელ მწერ – აზიურ გიგანტურ კრაზანასთან ერთად. ფუტკრების პოპულაციაზე ასევე უარყოფით გავლენას ახდენს პესტიციდების გამოყენება.

ფუტკრებისთვის მავნე პესტიციდების გამოყენება საფრანგეთში გაწულ წელს სამუდამოდ უნდა აკრძალულიყო, თუმცა, მთავრობამ ფერმერებს მათი შაქრის ჭარხლის კულტივირებაში დასახმარებლად გამოყენენების უფლება მისცა.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში თაფლის წარმოება მნიშვნელოვნად მცირდება, ისევე როგორც თურქეთსა და შეერთებულ შტატებში.

საქართველოში თაფლის წარმოების სტატისტიკა 2018 წლის მონაცემებით შემდეგნაირად გამოიყურება.

258752992_625634832210601_6821273216642948092_n

ფასები დროის შესაბამის მონაკვეთში შემდეგ გრაფიკზეა გამოსახული.

257916705_914794669159340_6924981293059420283_n

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ: ფუტკრის კვება ბუნებრივ პირობებში და საკვები საშუალებები

წყარო: Euro news

2