აგროსიახლეები

მარცვლოვანი კულტურების ადგილობრივი გენოფონდის მოძიება-კონსერვაციისთვის

მარცვლოვანი კულტურების ადგილობრივი გენოფონდის მოძიება-კონსერვაციის, ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან ადაპტაციის, ბიოქიმიური და კომერციული მაჩვენებლების შესწავლის, ჯიშთა გამოცდის მიზნით 2021 წელს:

აღდგენილია ქართული ხორბლის დოლის პურის 9 ჯიშის ელიტური თესლი. გრძელდება მათი პირველადი მეთესლეობა და გამრავლება;

ხორბლის გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, შეგროვებული და დაცულია 65-ზე მეტი ქართული ხორბლის სახეობა, სახესხვაობა და ძველი ჯიში;

მარცვლოვანი კულტურების ზონალობის მიხედვით შესწავლის ფარგლებში საერთაშორისო სანერგებიდან გამოირჩა ხორბლის 35, საგაზაფხულო ხორბლის 10, შიშველმარცვლიანი და საგაზაფხულო ქერის 8 პერსპექტიული ჯიში;

შემუშავებული დაჩქარებული მეთოდიკის გამოყენებით მიღებულია საწარმოო და მოთხოვნადი ქართული ჯიშების, მათ შორის ეროვნულ კატალოგში შესული ქართული აბორიგენული ჯიშების: „ახალციხის წითელი დოლი“ და „დიკა“სუპერელიტური და ელიტური სათესლე მასალა – 3000 კგ;

გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, შეგროვდა და გამრავლდა ფეტვის 9, სორგოს 10 და ღომის 4 სახეობის ნიმუში;

წინასწარი ჯიშთა გამოცდის ფარგლებში და შემდგომი კვლევების ჩატარების მიზნით გამოიცადა სიმინდის 22 ნომერი და 7 ჯიში;

საკოლექციო და ხაზების სანერგეებში შესწავლილია სიმინდის 165 ნომერი;

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაავადებების მიმართ გამძლეობაზე ჭარბტენიან, სუბტროპიკულ ზონაში განხორციელდა სიმინდის კულტურის დიფერენცირება.

მოამზადა  ნესტან გუგშვილმა