ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები „ელკანას“ ფერემერებიდან
დღეს და ხვალ (6-7 მაისს), თბილისში, გუდვილის დიდი დიღმის ფილიალის ცენტრალურ შესასვლელთან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“, „გუდვილის“, „საერთაშორისო კულტურის სივრცის“ და ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA- ს ფარგლებში ადგილობრივი, ელკანას წევრი ფერმერების მიერ წარმოებული ორგანული და ეკოლოგიურ მეთოდებით წარმოებული პროდუქტების მორიგი გამოფენა-გაყიდვა იმართება.
გამოფენა-გაყიდვაზე ფერმერებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიტანეს საკუთარი ნაწარმი: ყველის ნაირსახეობა, თუშური „ჩოგი“, შებოლილი ხორცეული, ჩირი, ჩურჩხელები, ეკოლოგიურად სუფთა ჩაი, ქართული ხორბალი, ლობიო, ღვინო, სხადასხვა არომატიზებული სასმელები, ხელნაკეთი ნივთები და სხვა.
მობრძანდით, შეიძინეთ და დააგემოვნეთ ელკანას ფერმერების მიერ წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, გვერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით.