აგროსიახლეები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში USAID-ის მხარდაჭერით თხილის შემნახველი ახალი საწარმო გაიხსნა

შპს „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის შემნახველი საწარმოა, სადაც, ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი.

კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია, სადაც  ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, USAID-ის გრანტთან ერთად, 390 000 ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 390,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.

საწარმო ფერმერებისგან მიიღებს თხილს, რომელიც ლაბორატორიაში შემოწმდება, აქვე მოხდება თხილის სათანადო კონდიციამდე გაშრობა, რაც მისი ხანგრძლივად შენახვას უზრუნველყოფს, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს კარგად შნახული, ხარისხიანი თხილი მათთვის ხელსაყრელ დროს გაყიდონ.