აგროსიახლეები

ბაზარზე სეტყვის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ბადეები გამოჩნდა

შპს „აგრობადე“ 2019 წელს დაარსდა და პირველი თანამედროვე საწარმოა საქართველოში, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო და დამცავ ბადეებს  აწარმოებს. 
USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით, შპს „აგრობადემ“ შეისყიდა ბადის საქსოვი დანადგარი და გეგმავს სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელთა ბადეებზე  მთელი საქართველოს მასშტაბით მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი შპს „აგრობადეს“, როგორც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის სამიზნე მრავალ ღირებულების ჯაჭვს, ისე კენკრის, კურკოვანი და თესლოვანი ხილის, სუფრის ყურძნის მწარმოებელიფერმერების მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს აგრობადეებით.