აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობამცენარეთა დაცვა

როგორ შევარჩიოთ სწორად ვაზის ყვავილობაში ფუნგიციდი?

ახლოვდება ვაზის ყვავილობის პერიოდი, ამ დროს კი გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყვავილობა და მისი შემდგომი პერიოდი არის კრიტიკული, ისეთი სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად, როგორებიცაა: ჭრაქი, ნაცარი და ნაყოფის სიდამპლე. დაავადებების განვითარების რისკი კი განსაკუთრებით იმატებს, სწორეთ ისეთი წვიმიანი ამინდების ფონზე, როგორიც წლევანდელ წელს შეინიშნება.

Print

ამ დროს ფუნგიციდების შესხურების მთავარ მიზანს წარმოადგენს, მტევნის დაცვა პათოგენებისგან. ამ პერიოდში გამოწვეული ინფექციები თვალისთვის შეუმჩნეველია მანამ, სანამ მტევანი არ დაიწყებს დამწიფებას. ყვავილობის პერიოდში ინფექცია იჭრება ყვავილის ჯამსა და ნასკვს შორის წარმოქმნილ შემაერთებელ ქსოვილში, ამ დროს წარმოქმნილი სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა: ბოტრიტისი, შავი და თეთრი სიდამპლეები, შემდგომ უკვე თავს იჩენს მაშინ, როდესაც ყურძნის მარცვლები უკვე დამსხვილებულია.

საყურადღებოა ისიც, რომ ნაყოფის სიმწიფეში შესვლისას წარმოქმნილი დაავადებების მკურნალობა ფაქტობრივად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, საჭიროა პრევენციული და დროული მკურნალობა, რათა დავიცვათ ვაზი მსგავსი ტიპის სოკოვანი ინფექციებისგან.

აგროკომპანია „ბარაქა“ ვაზის ყვავილობის პერიოდში გირჩევთ გამოიყენოთ კონტაქტურ-სისტემური მოქმედების ფუნგიციდი – გორილა, რომლიც შეიცავს ფოლპეტს (500გ/ლ) და აზოქსისტრობინს (93,5 გ/ლ). ვაზის ყვავილობის პერიოდში გამოსაყენებლად, ეს კარგად გამოცდილი ფუნგიციდია, რადგან ის თანაბრად ეფექტურად მოქმედებს როგორც ჭრაქზე და ნაცარზე, ასევე ნაყოფის სიდამპლეზე.