აგროსიახლეები

2023 წლის 1 მაისიდან დღემდე საქართველოდან 3 635 ტონა ატმის  და 2 346 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა

2023 წლის 1 მაისიდან დღემდე საქართველოდან განხორციელდა 3 635 ტონა ატმის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 510 ტონით (16%), ხოლო ღირებულება – 460 ათასი აშშ დოლარით (13%) გაიზარდა. 

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (3 136 ტონა), სომხეთი (480 ტონა) და ბელორუსში (20 ტონა).

2023 წლის 1 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 2 346 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 14.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1 766 ტონით (4.0-ჯერ), ხოლო ღირებულება – 10.7 მლნ აშშ დოლარით (3.9-ჯერ) გაიზარდა.

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (2 207.1 ტონა), პოლონეთში (37.0 ტონა), არაბთა გაერთიანებული საემიროებში (33.3 ტონა), ნიდერლანდებში (24.5 ტონა), სომხეთში (15.5 ტონა), გერმანიაში (11.1 ტონა), კატარში (4.3 ტონა), კუვეიტში (4.3 ტონა), საუდის არაბეთში (3.2 ტონა), ბაჰრეინში (2.7 ტონა), დანარჩენ ქვეყნებში (3.0 ტონა).