გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებს. ერთ-ერთი უბანი შიდა ქართლში, „სალთვისის“ სარწყავი სისტემის აღსადგენი სამუშაოებია.
სოფელ ქვემო ხვითის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან პირველი და მეორე რიგის წყალგამანაწილებელი არხების 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, სოფელ ქვემო ხვითის 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
„სალთვისის“ საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.