დარგებიმეფრინველეობა

როგორ ვასწავლოთ თუთიყუშს ლაპარაკი

ზოგჯერ ძალიან გინდა თუთიყუშთან მარტივი, გულწრფელი საუბარი. დიახ, ამ  ფრინველებს არა მხოლოდ ერთი ან ორი ფრაზის სწავლა შეუძლიათ,  არამედ, გარკვეულწილად, ლაპარაკის სწავლა და სწორი პასუხის გაცემაც კი.
 იმისთვის რომ თუთიყუშმა ილაპარაკოს, ჯერ მისი ნდობა უნდა მოიპოვოთ, შემდეგ  კი დიდი ყურადღება და მოთმინება გამოიჩინოთ. აი, სწორედ აქ გამოგადგებათ  ჩვენი რჩევა, როგორ ასწავლოთ თუთიყუშს ლაპარაკი.

უმთავრესი ფრინველთან სწორად ურთიერთობა და ნდობის მოპოვებაა.

მთავარია, არ გაცხარდე, საქმის გასაიოლებლად არ დაუწყო შენიშვნების მიცემა.  თუთიყუშისთვის ეს უსაგნო ხმაურად აღიქმება, საიდანაც ის არაფერს დაიმახსოვრებს. თუთიყუშმა თქვენში უნდა დაინახოს მეგობარი, რომელთანაც ხანგრძლივად ურთიერთობა  მოუნდება და რომლის ქცევასაც  სიამოვნებით  დაიმახსოვრებს.

თუთიყუში 22222222222222222222

გირჩევთ:

გაკვეთილებისთვის  შეარჩიეთ შესაფერისი დრო, თუთიყუშს მიეცით გემრიელი საკვები, რათა გახალისდეს და ყურადღება მთლიანად თქვენკენ გადმოიტანოს.

დაადეთ ფრინველი ხელზე ან იყავით გალიასთან ახლოს,  პირადი კონტაქტი და  თქვენი მისადმი გამოჩენილი ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია.

ასწავლეთ ფრაზები, რომლებსაც ამბობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა  თუთიყუშმა ეს ფრაზები მხოლოდ გაკვეთილების დროს კი არა, ყოველთვის ესმოდეს და ზუსტად გაიგოს, როდის ამბობენ  და სწორ  მომენტში შეძლოს  მათი  გამოყენება.

გაიმეორეთ ერთი ფრაზა 15-20 ჯერ, შემდეგ გადადით მეორეზე. უმჯობესია ორი  ფრაზის  მონაცვლეობა, რადგან თუთიყუშს შეიძლება არ მოეწონოს რომელიმე მათგანი და  არ მოისურვოს მისი  სწავლა.

ერთი გაკვეთილისთვის ოპტიმალური დრო 5-10 წუთია. თუ ხედავთ, რომ  თუთიყუშს  გონება  გაფანტული აქვს, არ გისმენთ და იქით აქით დახტის,  დაფრინავს,  შეწყვიტეთ გაკვეთილი.

წარმატების საიდუმლო ემოციურობაა

თუ მონოტონურად გაიმეორებთ ერთსა და იმავე ფრაზას იმ იმედით, რომ  თუთიყუში  ამავე ფრაზას ადრე თუ გვიან თქვენს შემდეგ გაიმეორებს, იძულებულნი  ვართ  იმედი  გაგიცრუოთ _ასე არ მოხდება! თუთიყუში  თქვენს  მიმართ ინტერესს  დაკარგავს.

თუთიყუშებს და საერთოდ  ჩიტებს იზიდავთ  ემოციური  ფრაზების მოსმენა,  ამიტომ ზოგჯერ საკმარისია რაღაც სიტყვა ან ფრაზა ბუნებრივი ემოციურობით წამიძახოთ  და ის ფრინველმა მაშინვე გაიმეოროს.

შედეგს  თუ ვერ აღწევთ, დარჩით კარგ ხასიათზე, მხიარულად, არ ამოიღოთ  ხმა, ნუ გაკიცხავთ, ის ჩიტია. ყურადღებას რომ გაქცევთ, ეს უკე კარგია, გულწრფელად შეაქეთ,  მოეფერეთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ხედავთ, რომ გისმენთ ან ცდილობს  რაღაცის თქმას.თქვენ შეგიძლიათ  მოფერებას დაამატოთ თქვენი მეგობრის  საყვარელი  ნუგბარი, გაუმასპინძლდეთ და კიდევ უფრო წაახალისოთ მისი  ძალისხმევა,  იყოს უფრო კომუნიკაბელური.

 წვრთნა შეიძლება თვეები დასჭირდეს

ნუ ელოდებით სწრაფ შედეგებს. მოთმინებით და რეგულარულად ივარჯიშეთ, თუთიყუში, ადრე თუ გვიან, შეძლებს ფრაზების მთელი „ტომის“ დამახსოვრებას და  წარმოთქმას, იმის მიუხედავად, რომ ამ დროის განმავლობაში ჩუმად იყო  და არაფრის თქმას ცდილობდა.

ბევრი რამ დამოკიდებულია  შინაური ცხოველის ინდივიდუალურ ხასიათზე და ჩვევებზე.

ყველაზე „ბეჯითი მოსწავლეები“ არიან: მაკაოები, ნაცრისფერი თუთიყუშები, კაკადუ, ამაზონის და ყელსაბამიანი თუთიყუშები.

ტატიანა აფონინა,

 Techinsider.ru