თესვის ვადები _ რატომ არის მნიშვნელოვანი თესვის ვადების დაცვა
თესვის ვადების დაცვას სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თესვის ვადების დარღევა მოსავლიანობის შემცირების რისკს ერთიორად ზრდის.
თესვის ვადების მიხედვით საგაზაფხულო კულტურებს ყოფენ ორ ჯგუფად: საადრეო საგაზაფხულო კულტურები და საგვიანო საგაზაფხულო კულტურები.
საადრეო საგაზაფხულო კულტურებია, რომელთა თესლი შედარებით დაბალი ტემპერატურის პირობებში ღივდება და გარდა ამისა, მათი აღმონაცენები მცირე წაყინვას უძლებენ. ასეთებია ხორბალი, ქერი, სელი, ბარდა და სხვა.
საგვიანო საგაზაფხულო კულტურები კი თესლის გაღივებისთვის საჭიროებენ უფრო მეტ სითბოს, ხოლო მათი აღმონაცენი მცირე წაყინვასაც ვერ უძლებენ. ასეთებია: სიმინდი, კარტოფილი, ბამბა და სხვა.
როგორც ჩანს ასეთი დაჯგუფების მთავარი საფუძველია აღმონაცენის გამძლეობა ნაგვიანევი წაყინვებისადმი. თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგ. მზესუმზირა, რომლის თესლის გაღივებისათვის ისეთივე სითბოა საჭირო, როგორც სიმინდისა და კარტოფილისათვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ადრეულ საგაზაფხულო კულტურებთან ერთდროულად, ან ხშირად ზამთრის პირასაც ითესება.
საშემოდგომო კულტურების თესვის ვადები
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში საშემოდგომო პურეულების მასობრივი თესვის პერიოდი ოქტომბერია. ამ პერიოდში მინდვრის სამუშაოებისთვის და კერძოდ საშემოდგომო თესვისთვის ხელსაყრელი პირობებია.
ბოსტნეული კულტურები, კერძოდ საშემოდგომო ნიორი ოქტომბერ-ნოემბერში ითესება.