აგროსიახლეები

ქ. თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

გეგმის მიზანია სახელმწიფო უწყებების, თბილისის და მისი მიმდებარე მუნიციპალიტეტების მონაწილეობით  თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად შესაბმისი ღონისძიებები გატარდება.
თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქართველი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო თხილავამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გახსნეს.

შეხვედრას საჯარო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და გეგმის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები წარმოადგინეს. საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით
საჯარო განხილვა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.