აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

მოცვის გაშენება კონტეინერებით

მოცვის მოყვანა სამრეწველო მასშტაბით, როგორც ვიცით, წარმატებით შეიძლება ღია გრუნტში, თუმცა არანაკლებ ეფექტიანად თუ უფრო მეტადაც არა, გაშენდეს კონტეინერებში და განთავსდეს ღია გრუნტზე.
ქოთნებში სამრეწველო მოცვის ბაღების გაშენება საქართველოსთვის სიახლეა, თუმცა მის მიმართ ინტერესი სწრაფად  იზრდება.

контейнери чорниці

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ქოთნებში მოცვის მოყვანას, ჩვეულებრივ მულჩის ქვეშ გაშენებული ბაღთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს, კერძოდ:

ჩვეულებრივად თუ ღია გრუნტზე ერთ ჰექტარზე 3000-3500 ნერგი ირგვება, კონტეინერებში გაშენების შემთხვევაში იმავე ფართობზე 6000 ნერგი, კონტეინერი ეტევა. ამასთან საჰექტრო მოსავლიანობის და შემოსავლების მნიშვნელოვნად ზრდასთან ერთად, მცირდება საწარმოო დანახარჯებიც.

კონტეინერებში გაშენებული მოცვის ბაღის სისტემა  სრულად  ავტომატიზებულია და სენსორებით იმართება; მუდმივად, ავტომატურად კონტროლდება ნიადაგის და წყლის მდგომარეობა, მინერალების და საკვები ნივთიერებების დონე და სხვა.

მნიშვნელოვნად მცირდება სამუშაო ძალისა და მექანიკური სამუშაოების დანახარჯები – მექანიზაციისა და ხელის სამუშაოები.

განსაკუთრებით კონტროლდება მცენარის სიჯანსაღე, რადგან მაქსიმალურად სტერილურ გარემოში მცირდება მცენარის ფესვების, ასევე სხვ დაავადებების და მავნებლების გავრცელების შესაძლებლობა. ჯანსაღი მცენარე კი ნიშნავს მეტ საღ მოსავალს და გაზრდილ შემოსავლებს.

მნიშვნელოვნად იზოგება გამოყენებული წყლისა და სასუქების მოცულობა.

კონტეინერები

ორწყვისა და სასუქების შეტანის ავტომატიზებული კონტროლი, ფერმერს საშუალებას აძლევს მართოს საჰექტრო მოსავლიანობა და მიღებული პროდუქტის და ხარისხი.

დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებით, დღეს სულ უფრო მეტი ფერმერი აშენებს მოცვის ბაღს კონტეინერებში და თავიანთი მეურნეობის ეფექტიანობა ერთიორად ზრდის.

კონტეინერებში მოცვის ბაღების გაშენებისადმი ინტერესი საქართველოც იზრდება, რაც მისასალმებელია.