ხონში, სოფელ გოჩა- ჯიხაიშში კომპანია „აგრო ველის“ სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა სრულდება
ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოჩა- ჯიხაიშში კომპანია „აგრო ველი“, რომელიც 32 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციას ფლობს, რეგიონისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობის აშენებს.
მეურნეობა ერთდროულად 250 ტონა პროდუქტის შენახვას უზრუნველყოფს და მოემსახურება როგორც ხონის მუნიციპალიტეტს, ისე მის მიმდებარე სოფლებს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფერმერებისა და აგროკომპანიების საქმიანობას.
როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი ფიცხალეიშვილი ამბობს, სამაცივრე მეურნეობის სრული დატვირთვით ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება და ის შეუფერხებლად მოემსახურება ადგილობრივ ფერმერებს.
კომპანია „აგრო ველი“ აქტიურად იყენებს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს და შემდეგი პროექტების ბენეფიციარია:
-
„დანერგე მომავალი“;
-
„ტექნიკური დახმარების პროგრამა“;
-
პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტი“.
აღნიშნული პროექტები შესაძლებელს ხდის კომპანიამ განავითაროს მეურნეობა, შექმნას სამუშაო ადგილები და უზრუნველყოს პროდუქტის ხარისხიანად შენახვა.