აგროსიახლეები

კვერეთის აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

საგრანტო კონკურსისთვის „საოჯახო შინამეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ განაცხადების მიღება დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჩონთო, ცხამი, ეთო-ეხვევი, დურევი, სავანე (კარიერის დასახლება), საკოხია და სპეთის მოსახლეობას.

კონკურსი ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის – „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

კონკურსი ჩატარდება: 2025 წლის 11 ივნისს:

• სოფელ ცხამში – 10:00 საათზე (ეთო-ეხვევის, დურევის სავანეს (კარიერის დასახლების) ჩონთოს და ცხამის მოსახლეობისათვის;

• ჭალის ადმინისტრაციულ შენობაში – 16:00 საათზე (საკოხია და სპეთის მოსახლეობისათვის);

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 6 ივნისი, 17:00 საათამდე.

ჯამური საგრანტო ბიუჯეტი: 22,000 ლარი.

მონაწილეობის პირობები და დეტალები იხილეთ კონკურსის სრულ აღწერაში:  https://apa.gov.ge/…/kveretis-agkvetilis-mimdebared…

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 55 06 05

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია კონკურსის შესახებ

„ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში“ დაცული ტერიტორიების კომპონენტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურ განხორციელებას უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია „გოპა“, ხოლო ადგილზე კოორდინაციას ა(ა)იპ „რაჭა იმერეთის აგრომწარმოებელთა გაერთიანება“.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ

„ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში“ დაცული ტერიტორიების კომპონენტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურ განხორციელებას უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია „გოპა“, ხოლო ადგილზე კოორდინაციას ა(ა)იპ „რაჭა იმერეთის აგრომწარმოებელთა გაერთიანება“.

  • ცხამის სარიტუალო დარბაზში – 10:00 საათზე (ეთო-ეხვევის, დურევის სავანეს (კარიერის დასახლების) ჩონთოს და ცხამის მოსახლეობისათვის
  • ჭალის ადმინისტრაციულ შენობაში – 16:00 საათზე (საკოხია და სპეთის  მოსახლეობისათვის)

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა:

–  განმცხადებელი უნდა იყოს ადგილობრივი მკვიდრი ( სოფელი ჩონთო, ცხამი, ეთო-ეხვევი, დურევი, სავანე (კარიერის დასახლება), საკოხია და სპეთი);

–  განმცხადებლის  მიერ განაცხადი უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობით, დადგენილი ფორმის (საპროექტო განაცხადის ფორმა)  შესაბამისად, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურ დალუქულ ყუთში არაუგვიანეს 2025 წლის 6 ივნისის 17:00 საათისა, რომელიც განთავსებულია კორბოულის იუსტიციის სახლის ადმინისტრაციულ ოთახში, ჭალის ადმინისტრაციულ შენოაში და ცხამის სარიტუალო დარბაზში;

– კონკურსზე დასწრება და წარმოდგენილი იდეის  წარდგენა ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებისათვის პირადად. კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 11 ივნისს;

–  კონკურსის დღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონა სავალდებულოა!

საკონკურსო განაცხადების შეფასება და შედეგების გამოქვეყნება მოხდება კონკურსის ჟიურის მიერ, რომელიც შედგება სამუშაო ჯგუფის სამ და ორ ადგილობრივ მოხალისე მაცხოვრებლისაგან, კონკურსის ჩატარების დღესვე. ამავე დღეს მოხდება კონკურსი გამარჯვებულების დაჯილდოვებაც. 

 შეფასების კრიტერიუმები:

–  წარმოდგენილი პროექტი უნდა აუმჯობესებდეს წარმდგენის ან წარმდგენთა ჯგუფის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას;

–  წარმოდგენილ პროექტს უნდა გააჩნდეს მდგრადობის და განვითარების პერსპექტივა;

–  წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა უნდა აუმჯობესებდეს ან არ უნდ აზიანებდეს გარემოს;

–  ბიუჯეტში მოყვანილი ხარჯების მოცულობა უნდა იყოს რეალისტური და ითვალისწინებდეს თანამონაწილეობას ქვემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისად;

საპრიზო ფონდი და თანამონაწილეობის ოდენობა:

კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  22,000.00  ლარს

კონკურსი საბიუჯეტო მოთხოვნის კატეგორიები:

კონკურს გააჩნია 2 საბიუჯეტო კატეგორია:

  1. მაქსიმალური საბიუჯეტო მოთხოვნა 500 ლარი. ამ კატეგორიაში აპლიკანტის მოთხოვნა არ უნდა იყოს დონორისაგან მოთხოვნილი თანხის 20%-ზე ნაკლები;
  2. მაქსიმალური საბიუჯეტო მოთხოვნა 300 ლარი. ამ კატეგორიაში აპლიკანტის მოთხოვნა არ უნდა იყოს დონორისაგან მოთხოვნილი თანხის 10%-ზე ნაკლები;

პროექტების დაფინანსება მოხდება კომისიის მიერ მინიჭებული ქულების შესაბამისად, ბიუჯეტის ამოწურვამდე.

საკონტაქტო პირი (მობილიზატორი):  ნუგზარ ჯინჯიხაძე; მობ: 599 55 06 05;

 გოპას თანამშრომლები – თემებში კოორდინატორები: დავით დოლიძე 591 19 55 05;                                                                             ავთანდილ მჭედლიძე 571220585.

 

სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი;

სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი.

 

!!!!!!! სურვილის შემთხვევაში, კონკურსის აპლიკაციის ფორმის ელექტრონული ვერსიის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მობილიზატორს – ნუგზარ ჯინჯიხაძეს 599550605  და მიიღოთ ის თქვენს ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

საპროექტო განაცხადი: ბმული