იაპონიაში შექმნილი ახალი ბოსტნეულის ჯიშები — კლიმატის ცვლილებების მიმართ გამძლე და მარტივად მოსაყვანია
იაპონურმა კომპანიამ Kagome 2025 წლისთვის სახლის პირობებში მოსაყვანად ახალი ბოსტნეულის ჯიშები წარადგინა. როგორც agronews.ua იუწყება, ახალი ჯიშები გამოუცდელ მებაღეებსაც კი გაუადვილებს მოსავლის მიღებას, რადგან ნაკლები მოვლა სჭირდება.
წლეულს კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ახალი თაობის მსხვილნაყოფიან პომიდორს Kaburitsuki Ootama Akaou, რომელიც როგორც კლიმატური მერყეობების მიმართ გამძლეობით, ისე გემოთი და ტკბილი არომატით გამოირჩევა. მისი მოყვანა მარტივია, რაც მას დამწყები მებაღეებისათვის განსაკუთრებით მოსახერხებელს ხდის.
კიდევ ერთი სიახლეა ბადრიჯანი Sunao, რომელიც უხვი და სატაბილური მოსავლიანობით გამოირჩევა მაღალ ტემპერატურებშიც კი. მის ნაყოფს გლუვი კანი და ფაფუკი რბილობის აქვს, რაც ბადრიჯანს მრავალფეროვანი კერძებისთვის იდეალურად აქცევს.
მნიშვნელოვან სიახლეებს შორისა Kagome-ს მიერ შექმნილი მობილური აპლიკაციის — Tomasapo-ს განახლებული ვერსიაა. აპლიკაცია ახლა უკვე მომხმარებელს მხოლოდ პომიდვრის, ბადრიჯნისა და კიტრის ზრდის პროცესის კონტროლში კი არ ეხმარება, არამედ ახალი დამატებითი ფუნქციები დაემატა:
- მცენარის მონაცემების შენახვა;
- მორწყვისა და მოვლის რჩევები;
- ამინდის ანალიზი კონკრეტული კულტურების მიხედვით.
ეს ცვლილებები მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოცდილების მიუხედავად, მარტივად აკონტროლოს საკუთარი ნარგავები და რეალურ დროში მიიღოს სასარგებლო რეკომენდაციები.
კომპანია ინოვაციური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციის ფუნქციურობის გაფართოებით აგრძელებს ბოსტნეულის მოყვანის პროცესის გამარტივებას. უახლოეს მომავალში Kagome გეგმავს მომხმარებლისთვის ახალი ჯიშების შეთავაზებას და დამატებითი ფუნქციების დამატებას, რაც ნარგავების ზრდის პროცესს კიდევ უფრო გააიოლეს და გააკონტროლებს.