გერმანია კლიმატის ცვლილების ფონზე რაფსის ალტერნატივებს ეძებს
რაფსი გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეთოვანი კულტურაა: იძლევა მაღალ მოსავალს, დიდ მოთხოვნას და ბევრ სასარგებლო გვერდით პროდუქტს. თუმცა კლიმატის ცვლილებამ მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა – რაფსი ცუდად იტანს გვალვასა და მაღალ ტემპერატურას, საჭიროებს მეტ სასუქსა და მცენარეთა დაცვის საშუალებებს.
ევროკავშირის პროექტი „კლიმატის ცოდნა“ სწორედ ამ გამოწვევაზე მუშაობს. პროექტში მონაწილეობენ ბალტიის გარემოსდაცვითი ფორუმის (BEF) და ლაუენბურგის საჰერცოგოს მკვლევარები, წერს კარლ ბოკჰოლტი გერმანული სასოფლო-სამეურნეო პორტალ Agrarheute-სთვის გამოქვეყნებულ სტატიაში. მიუხედავად იმისა, რომ რაფსი მნიშვნელოვანი კულტურაა, ის მგრძნობიარეა გაზაფხულის გვალვის მიმართ და დიდ ხარჯებს მოითხოვს.
მოსავლიანობა მნიშვნელოვნად ეცემა გვალვიან წლებში.
გერმანიის უფრო სტაბილურ რეგიონებში რაფსი ძალიან მომგებიანია; გვალვისკენ მიდრეკილ რეგიონებში მისი მომავალი გაურკვეველია.
რაფსის ალტერნატივად განიხილება სოიო, მზესუმზირა და ტექნიკური კანაფი.
მთავარი ალტერნატივები
- სოია – დიდი წარმატებით სარგებლობს, განსაკუთრებით ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში: გერმანიის სოიოს კულტივაციის არეალის თითქმის 70% იქ არის კონცენტრირებული. ამ რეგიონებს ახასიათებთ ხანგრძლივი, უყინვო ზამთრის პერიოდი და შედარებით თბილი ზაფხული.ადრეული ჯიშები ამჟამად ასევე მოჰყავთ საქსონიაში, საქსონია-ანჰალტსა და ბრანდენბურგში. სოიო აზოტის გამომყოფი კულტურაა, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას, თუმცა, ყვავილობის პერიოდში მგრძნობიარეა გვალვის მიმართ და საჭიროებს რეგულარულ რწყვას და ნიადაგის სტაბილური ტენიანობას. გლობალური დათბობის ზრდასთან ერთად, ჩრდილოეთის რეგიონები, როგორიცაა ქვემო საქსონია და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია, უფრო მიმზიდველი ხდება სოიოს წარმოებისთვის.
- მზესუმზირა – ღრმა ფესვთა სისტემის წყალობით კარგად იტანს გვალვასა და სიცხეს. განსაკუთრებით პერსპექტიულია ბრანდენბურგსა და საქსონია-ანჰალტში. მოსავლის ზრდას ხელს უწყობს მაღალი ფასებიც, თუმცა რეგიონულად მორგებული ჯიშებისა და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა კვლავ გამოწვევად რჩება.
- ტექნიკური კანაფი – საუკეთესოდ ხარობს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ გერმანიაში. ღრმა ფესვთა სისტემა აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, სქელი მწვანე საფარი კი სარეველებს თრგუნავს. მცენარეს მინიმალური პესტიციდი და სასუქი სჭირდება, რაც ორგანულ მეურნეობებში საწარმოებლად მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.
გერმანელი აგრონომები თანხმდებიან, რომ მრავალფეროვანი ზეთოვანი კულტურების განვითარების გარეშე ქვეყანა ვერ გაუმკლავდება კლიმატის ცვლილების გამოწვევებს.
სოია, მზესუმზირა და ტექნიკური კანაფი არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეკოლოგიურ სარგებელსაც სთავაზობს ფერმერებს – ამცირებს ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების საჭიროებას და აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს.
წყარო: Agrarheute / AgroXXI.ru, ავტორი კარლ ბოკჰოლტი.