რეგენერაციული სოფლის მეურნეობა: PepsiCo და Soil Capital – რაფსის მწარმოებლების ახალი აგროტრანსფორმაცია ევროპაში
კომპანია PepsiCo და აგროსაკონსულტაციო პლატფორმა Soil Capital, რეგენერაციული სოფლის მეურნეობის დასაჩქარებლად, რაფსის მწარმოებლები: საფრანგეთში ბელგიასა და გაერთიანებულ სამეფოში ერთიანდებიან.
პარტნიორობა მიზნად ისახავს ახალი აგროტექნოლოგიური პრაქტიკების დანერგვას და გავრცელება, რომელიც შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და გაზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას, შესაბამისად _ საჰეტარო მოსავლიანობას.
პროექტი რომელიც 14 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულს მოიცავს, ფერმერები ეტაპობრივად გადავლენ ეკოლოგიურად უფრო მდგრად სისტემებზე:
- შეამცირებენ სინთეზური სასუქების გამოყენებას და გააძლიერებენ ორგანულ კვების ბალანსს;
- დანერგავენ შუალედურ და სამულჩე კულტურებს (cover crops) ნიადაგის სტრუქტურისა და ტენიანობის შესანარჩუნებლად;
- გააუმჯობესებენ მიწის დამუშავების მინიმალურ ტექნოლოგიას, რათა შემცირდეს ეროზია და ნიადაგზე ტექნიკის ზემოქმედება, მიწის დატკეპნა.
პარტნიორები აღნიშნავენ, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს ნიადაგის სიჯანსაღის აღდგენას, წყლის მოხმარების ოპტიმიზაციას, მიწების დეგრადაციის პრევენციას და მეღვინეობისა და სურსათის მრეწველობისთვის საჭირო ძირითადი ინგრედიენტების, მათ შორის ისეთი ბრენდების, როგორიცაა Lay’s და Walkers-ის (ჩიპსების ცნობილი ბრენდები) პროდუქციისთვის ნედლეულის უწყვეტ მიწოდებას.
პროგრამის დამატებითი უპირატესობები მოიცავს ფერმერების ფინანსური და სტრუქტურული ბარიერების შემცირებას.
როგორც კომპანიები განმარტავენ, ფერმერებს მხარს დაუჭერენ ფინანსურად, რაც დაფარავს ისეთი მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, როგორებიცაა ნიადაგის მინიმალური დამუშავება, შუალედური და საფარი მცენარეების მოყვანა და ორგანული სასუქების გამოყენება. ამასთან, მათ მიეწოდებათ აგროკონსულტაციები და ციფრული ინსტრუმენტები CO გამოყოფის მონიტორინგისთვის.
პირველმა ეტაპმა უკვე აჩვენა მნიშვნელოვანი შედეგები:
- საფრანგეთსა და ბრიტანეთში პროექტში ჩართულმა ფერმერებმა თბური აირების ემისიები 36–38%-ით შეამცირეს;
- სიდერანტების და საფარი მცენარეების გამოყენება საფრანგეთში 49%-დან 65%-მდე, ხოლო დიდ ბრიტანეთში 22%-დან 34%-მდე გაიზარდა;
- საფრანგეთის ფერმერებმა ფოსფორიანი მინერალური სასუქების გამოყენება ნახევრამდე შეამცირეს.
PepsiCo და Soil Capital აცხადებენ, რომ პროგრამა დაფუძნებულია ციფრულ მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემაზე (MRV – Monitoring, Reporting & Verification), რომელიც იყენებს სატელიტურ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე მოდელებს სათბურის აირების ემისიისა და ნიადაგში ნახშირბადის დაგროვების ზუსტად აღსაწერად. ეს სისტემა უზრუნველყოფს სრული გამჭვირვალობის და მონაცემთა სიზუსტის შენარჩუნებას, რაც ფერმერებს უქმნის შესაძლებლობას რეალურად შეაფასონ საკუთარი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედება.
აღნიშნული ინიციატივა უკავშირდება PepsiCo-ს გლობალურ სტრატეგიულ მიზანს _ 2030 წლამდე რეგენერაციული სოფლის მეურნეობის გავრცელებას 4 მილიონ ჰექტარზე. ამ დროისთვის, 2024 წლის მონაცემებით, კომპანიამ უკვე მიაღწია ამ მეთოდების 1,4 მილიონ ჰექტარ ფართობზე დანერგვას.
რეგენერაციული სოფლის მეურნეობა (Regenerative Agriculture) – აგროეკოლოგიური მიდგომაა, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ბუნებრივი სიცოცხლის აღდგენას, ნახშირბადის შეკავების გაზრდას, ბიომრავალფეროვნების გაძლიერებასა და წყლის რესურსების უფრო გონივრულ გამოყენებას.
რეგენერაციული სოფლის მეურნეობა (Regenerative Agriculture) _ ეს არის მძლავრი აგროეკოლოგიური მიდგომა, რომელიც ტრადიციული მიწათმოქმედებისგან განსხვავებით არა მხოლოდ ამცირებს ზიანს გარემოზე, არამედ აღადგენს ნიადაგის ბუნებრივ სიცოცხლისუნარიანობას და პროდუქტიულობას.
მისი მთავარი პრინციპებია:
- ნიადაგის ორგანული სასუქებით გამდიდრება _ ნეშომპალის დაგროვება და მიკრობების გააქტიურება;
- მინიმალური ნიადაგის დამუშავება (no-till ან low-till სისტემები), რაც ამცირებს ეროზიას;
- სიდერანტი და საფარი მცენარეების გამოყენება, რომლებიც იცავენ მიწას წვიმისა და ქარისგან, აღადგენენ ნიადაგის სტრუქტურას;
- ფერმერული მრავალფეროვნება – მონოკულტურების შემცირება და კულტურათა მონაცვლეობა;
- ნახშირბადის დაგროვება ნიადაგში, რაც ამცირებს კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს საქართველოსთვის
საქართველოში ნიადაგების დიდი ნაწილი უკვე განიცდის დეგრადაციასა და ორგანული ნივთიერების შემცირებას. განსაკუთრებით პრობლემურია დასავლეთ საქართველოს ტენიან ზონებში ეროზია და აღმოსავლეთ რეგიონებში ნიადაგის გამოფიტვა.
რეგენერაციული პრაქტიკების დანერგვა ხელს შეუწყობს:
- ნიადაგის სტრუქტურის აღდგენას და ტენიანობის შენარჩუნებას;
- სასუქების მოხმარების შემცირებას, რაც გააიაფებს წარმოების ხარჯებს;
- ბიომრავალფეროვნების დაცვას, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ეკოსისტემას, ისე სოფლის ტურიზმის სექტორს;
- ადგილობრივი ფერმერების ჩართვას ატმოსფეროში ნახშირბადის გამოყოფის შემცირების კამპანაიაში, რაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს ევროპაში.
რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო საქართველოში
- საგანმანათლებლო კამპანიები და ფერმერთა ცნობიერების ამაღლება რეგენერაციული მეთოდების პრაქტიკული დემონსტრირებით;
- საპილოტე ფართობების შექმნა – სხვადასხვა რეგიონში, კულტურების მიხედვით (მაგალითად: სიმინდი, სოია, ხორბალი, თხილი);
- თანამშრომლობა კერძო კომპანიებსა და საკონსულტაციო პლატფორმებთან, რომლებიც ფერმერებს ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევენ;
- სახელმწიფო და საერთაშორისო პროექტების ჩართვა, რათა შეიქმნას წამახალისებელი გარემო (საგრანტო პროგრამები, ნახშირბადის ემისიის შესამციებლადულ ღონისძიებებში ჩასართავად, გარკვეული წამახალისებელი ბონუსების დაწესება და სხვა).
რეგენერაციული სოფლის მეურნეობა აღარ არის მხოლოდ „ეკოლოგიური ტენდენცია“ – ეს არის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს: წარმოების სტაბილურობას, ინოვაციასა და ბაზრის მომგებიანობას.
საქართველოში ამ მიდგომის სისტემური დანერგვა სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის გზაზე შეიძლება მომდევნო დიდი ნაბიჯის ბიძგისმიმცემი გახდეს.

