აგროსიახლეები

ფასების კონტროლი და აგრო-ქიმიური რეფორმა _ პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივები

საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული პროდუქტების ბაზრის სიღრმისეული მონიტორინგი ახალ ეტაპზე გადაიყვანა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მუშაობა სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებაზე დაიწყო, პრიორიტეტების ნუსხას სოფლის მეურნეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფერო _ პესტიციდები და აგრო-ქიმიური საშუალებები დაემატა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა პირდაპირ აისახება როგორც ფერმერების კეთილდღეობაზე, ისე პროდუქციის საბოლოო ხარისხსა და ღირებულებაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე აგრო-ქიმიური საშუალებების ბაზარზე ორი მთავარი პრობლემა იკვეთება, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს:

საქართველოში პესტიციდებისა და სასუქების ღირებულება ხშირად მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელ ან ანალოგიური ბაზრის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებს. ეს ფაქტორი ზრდის პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვითღირებულებას, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის სურსათის გაძვირებას იწვევს.

ფასების შესწავლის პროცესი მიზნად ისახავს გაირკვეს, რამდენად ობიექტურია არსებული ფასწარმოქმნა და ხომ არ აქვს ადგილი არაკეთილსინდისიერ მარჟებს.

ფინანსურ გამოწვევებთან ერთად, პრემიერმა ხაზი გაუსვა აგრო-ტექნოლოგიურ ხარვეზებსაც. ქვეყანაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა პესტიციდების ჭარბი და ხშირად არამიზნობრივი გამოყენება.

ფერმერები ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად საჭიროა ნიადაგის გასანოყიერებლად და კულტურის დასაცავად.

ქიმიური საშუალებების გადაჭარბებული დოზირება საფრთხეს უქმნის ნიადაგის ნაყოფიერებას და ზრდის პროდუქციაში მავნე ნივთიერებების ნარჩენების დაგროვების რისკს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ანალოგიურად იმ პროცესისა, რომელიც მედიკამენტების ბაზარზე რეფერენტული ფასების დაწესებით დაიწყო, აგრო-ქიმიური მიმართულებითაც ა მკაცრი მონიტორინგი იგეგმებ.

იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების საშუალებების ფასების შედარება საერთაშორისო ბაზრებთან.

ფასის პარალელურად, გამკაცრდება კონტროლი თავად პესტიციდების შემადგენლობასა და ეფექტურობაზე.

ჭარბი მოხმარების შესამცირებლად აუცილებელია აგრო-კონსულტაციების სისტემის გაძლიერება, რათა მცენარეთა დაცვა მოხდეს მეცნიერულად დასაბუთებული ნორმებით.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების ბაზრის მოწესრიგების შესახებ, სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ფასების ოპტიმიზაცია და მოხმარების კულტურის ამაღლება პირდაპირპროპორციულად აისახება ქართული აგრო-სექტორის კონკურენტუნარიანობაზე.

მთავრობის მიზანი, ერთმხრივ, ფერმერების ზედმეტი დანახარჯებისგან დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ,  მოსახლეობისთვის უსაფრთხო და შედარებით ხელმისაწვდომ ფასადი სურსათით უზრუნელყოფაა.